მუხრანი სამეულში აღზევდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) | 09.06.2019 |
მუხრანი-წილკანმა სტუმრად "გორს" სძლია და მოწინავე სამეულში მე-2 ადგილზე აღზევდა. მოწინავე ტრიოდან "გლდანი 2018" მე-4 საფეხურზე დაეშვა, გურჯაანის "ალაზანმა" მცირედი ნახტომი გააკეთა და მეშვიდედან მეხუთე აგდილზე აინაცვლა. ეს და სხვა ცვლილებები განაპირობა ასაკობრივი ტურნირებიდან ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშების მერვე ტურმა. ამ ტურნირის, ბოლოს ჩატარებულ მატჩებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის
VIII ტური. 08-09 მაისი 2019 წ. 1. ალაზანი (გურჯაანი) - საქართველოს უნივერსიტეტი - 7:2 2. იბერია (ქარელი) - განთიადი 2003 (კასპი) - 2:5 3. გორი - მუხრანი (წილკანი) - 3:6 4. მერანი - გლდანი 2018 - 5:1 5. იბერია (ლილო) - განთიადი-2 (კასპი) - 6:1 6. დიდუბე 2014 - რუსთავი 2004 - 3:0 ტექნიკური წაგება * - კუმისის "თელეთის" ამ ტურნირში ასპარეზობის საკითხზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს. შესაბამისად, ამ გათამაშების ცხრილს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ გაგაცნობთ.
სატურნირო ცხრილი მე-8 ტურის შემდეგ
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |