მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



უმცროსებში ისევ ორხელისუფლებიანობაა (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-10 წლებში დაბადებულთა შორის) 28.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ჩემპიონატებიდან, ყველა უმცროს ასაკობრივი ტურნირის ცხრილში ლიდერთა ორხელისუფლებიანობა მე-6 ტურის მატჩებმაც ვერ შეცვალა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ უქმეებზე ჩატარებულმა მატჩებმა ცხრილში მხოლოდ მცირედი ცვლილება განაპირობა. ყველაზე თვალშისაცემი "იბერია 2017"-ის ნახტომია - იბერიელებმა მე-9 ადგილიდან მე-6 საფეხურზე აინაცვლეს.

ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგები და სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.

 

 

 

გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის

VI ტური. 25-26 მაისი 2019 წ.

1. მერანი - იბერია 2017 - 3:3

2. ალგეთი (მარნეული) - ნაძალადევი - 0:12

3. გარეჯი (საგარეჯო) - ნორჩი დინამო - გადაიდო

4. ლიახვი (აჩაბეთი) - ივერია (ხაშური) - 9:4

5. რუსთავი - ივერია-2 (ხაშური) - 8:1


სატურნირო ცხრილი მე-6 ტურის შემდეგ


N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ნაძალადევი 6 6 0 0 68-4 18
2. რუსთავი 6 6 0 0 45-11 18
3. ლიახვი (აჩ.) 6 5 0 1 46-19 15
4. ივერია (ხაშ.) 6 3 0 3 31-29 9
5. მერანი (თბ.) 6 2 2 2 20-23 8
6. იბერია 2017 6 1 1 4 15-37 4
7. ალგეთი (მარნ.) 6 1 1 4 9-42 4
8. ნ/დინამო 5 1 0 4 10-28 3
9. ივერია-2 (ხაშ.) 6 1 0 5 13-42 3
10. გარეჯი (საგარ.) 5 0 2 3 8-30 2

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge