მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აღმასკომმა ბიუჯეტი დაამტკიცა 26.04.2019

დღეს, 26 აპრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალ ოფისში აღმასკომის სხდომა გაიმართა, როელსაც აღმასკომის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. აღმასკომმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

აღმასკომის სხდომაზე ვრცელი მოხსენებით წარდგა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია აფხაზეთის, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დამდეგი აღდგომის დღსასწაული მიულოცა და დეტალურად მიმოიხილა მის მიერ აფხაზეთის ფეხბურთის მმართველ პოსტზე გატარებული პერიოდი. მის გარდა სიტყვით წარდგა ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ჯიშკარიანი, ასევე აღმასკომის წევრები გიორგი ლომაია და როსტევან ფარცვანია.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა განიხილა და დაამტკიცა შემდეგი საკითხები:

1. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აპარატისა და აღმასკომის მიერ 2018 წლის 12 აპრილიდან 2019 წლის 26 აპრილამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა;

2. დადგინდა, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აპარატმა და აღმასკომმა უნდა გააქტიურონ მუშობა 2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი საკითხების დროულად და ხარისხიანად  შესასრულებლად;

3. დაამტკიცა 2018 წლის წარმოდგენიი ფინანსური ანგარიში;

4. დამტკიცდა 2019 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი პარამეტრები;

5. მიღებული იქნა ცნობად აფხაზეთის ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის "საუკუნის წიგნში" ახალი წევრების შეყვანის შესახებ.   

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge