ნაძალადევის 21 (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთას შორის) | 15.04.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი, 2019 წლის სეზონი, შაბათს, 13 აპრილს ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაიწყო. სასტარტო მატჩების მიმოხილვა კი ყველაზე უმცროსი ასაკით, 2009-2010 წლებში დაბადებული ბავშვების ტურნირით დავიწყოთ. ამ გათამაშების სტარტზე "ნაძალადევმა" დაიქუხა და გასვლითი მატჩი ასტრონომიული ანგარიშით 21:2 მოიგო. 5 მატჩიდან, უგოლოდ არცერთი არ დასრულებულა, მხოლოდ ერთში დაფიქსირდა საბრძოლო ფრე. ყველა თამაში უხვგოლიანი გამოდგა. ამ გათამაშების პირველი ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ. 13-14 აპრილი 2019 წ. პირველი ტური 1. ლიახვი (აჩაბეთი) - ნორჩი დინამო - 7:1 2. ალგეთი (მარნეული) - გარეჯი (საგარეჯო) - 3:3 3. რუსთავი - იბერია 2017 (თბ.) - 10:1 4. ივერია (ხაშური) - მერანი - 7:4 5. ივერია-2 (ხაშური) - ნაძალადევი - 2:21
სატურნირო ცხრილი (პირველი ტურის შემდეგ)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |