მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ლეგენდა წავიდა, ლეგენდა დარჩა! 13.03.2019

სამწუხაროდ ასეა, ლეგენდა წავიდა, ლეგენდა დარჩა... 74 წლის ასაკში მის საყვარელ ქუთაისს, სრულიად საქართველოსა და ქართული ფეხბურთს, მართლაც რომ ლეგენდა, ჯემალ ხერხაძე გამოაკლდა. 1945 წლის 2 თებერვალს დაბადებული ჯემალ ხერხაძე, 15 წლის განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა. ამ მაჩვენებლით, ხერხაძე მსოფლიოს 90 ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია, რომელმაც 15 წლის განმავლობაში ერთ კლუბში ითამაშა.

ჯემალ ხერხაძემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, მაგრამ მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოს" არ გამოთხოვებია. ის ამ გუნდს წლების განმავლობაში წვრთნიდა. ერთი ხანობა კი ტყიბულის "მეშახტეს" მთავარი მწვრთნელიც იყო. ერთი ხანობა, ქუთაისის "ტორპედოში", ჯემალ ხერხაძე მწვრთნელად, ასევე ლეგენდასთან, დავით ყიოფიანთან ერთად მუშაობდა.

ჯემალ ხერხაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც ასპარეზობდა და საბჭოურ ფეხბურთსი ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი გახლდათ. თავად განსაჯეთ, მან ქუთაისის "ტორპედოს" მაისურით 82 გოლი გაიტანა.

მშრომელი და დაუზარელი, კეთილი და გულღია, ნაღდი ქართველი, არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი, არამედ გამორჩეული პიროვნება, ლეგენდა, ჯემალ ხერხაძე აღარ გვყავს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი, აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის

ჯემალ ხერხაძის

გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებული ოჯახს.


უკან დაბრუნება  
 
web-style.ge