აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის სამუშაო გეგმა დაადგინა | 01.03.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის სამუშაო გეგმა დაადგინა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, 2019 წლის განმავლობაში შემდეგ ჩემპიონატებს ჩაატარებს: 1.აფხაზეთის ღია ჩემპიონატი, ჟიული შარტავას სახელობის თასი - მარტი-დეკემბერი ასაკობრივი ტურნირები: 2. ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის თასი (2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის) - მარტი-დეკემბერი 3. ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასი (2005-2006 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) - მარტი-დეკემბერი 4. ნიაზ ძიაპშიპას სახეობის თასი (2006-2007 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) - მარტი-დეკემბერი 5. ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასი (2007-2008 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) - მარტი-დეკემბერი 6. ანატოლი (გიგა) ნორაკიძის სახელობის თასი (2009-2010 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის) - მარტი-დეკემბერი ა) ტურნირები მინი-ფეხბურთში 1. გოგა სიჭინავას ხსოვნის ტურნირი - იანვარი 2. ანატოლი მილჩენკოს ხსოვნის ტურნირი - მარტი 3. გურამ გაბისკირიას ხსოვნის ტურნირი - თებერვალი 4. გენო ზარიას ხსოვნის ტურნირი - სექტემბერი 5. ირაკლი ქოიავას ხსოვნის ტურნირი - ნოემბერი 6. თამაზ კუჭუხიძის ხსოვნის ტურნირი - ოქტომბერი 7. რევაზ შარტავასა და ნოდარ გვასალიას ხსოვნის ტურნირი - სექტემბერი ბ) საერთაშორისო პროგრამა "სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში" კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვების მონაწილეობით. |
უკან დაბრუნება |