მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



დინამო თბილისის აკადემია პირველია! (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 27.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დღეს, ფინალური მატჩით დასრულდა, ტურნირის ფინალში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საქათველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბუთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა, "დინამო თბილისის" აკადემიისა და "ნორჩი დინამოს" პატარები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ფინალური მატჩის მონაწილე გუნდების შემადგენლობები ასეთი გახლდათ:

"დინამო თბილისის აკადემია": მათე ბელიძე, ამირან მესხიშვილი, დავით ესვანჯია, გიორგი გერგედავა, სანდრო ბინიაშვილი, ნიკოლოზ მახარობლიშვილი, ანდრია ეკუტიძე, გიორგი ჯამარაული, ანდრიაჩხაიძე, გიგი წიკლაური, დავით ცქვიტაია, ანდრია ფოცხვერია, დავით კუპრეიშვილი, დავით გელაშვილი, ლუკა სხრიტლაძე, ბექა მესხი;

მწვრთნელები: შალვა კვარაცხელია, დავით კაცია

ნორჩი დინამო: დემეტრე არდოტელი, გიორგი გიორგაძე, თამაზ ხრიკაძე, მიშო ერაძე, დაჩი მერკვილაძე, ბორის ბერულავა, ნიკოლოზ ხუჭუა, ნიკოლოზ გვარამია, გიორგი ხაბულიანი, ნიკა გამყრელიძე, სანდრო აფციაური, საბა ნადარეიშვილი, ანდრია ოდიშვილი:

მწვრთნელი: დავით შენგელია 

ფინალური მატჩი მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თამაში უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. 11-მეტრიანების სერიაში "დინამო თბილისის აკადეემიის" კიპერმა ორი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. "დინამო თბილისის აკადემიამ" პენალტებში 4:2 იმარჯვა და გურამ გაბისკირიას სახელობის თასს დაეუფლა.

 

 

 

 

დაჯილდოების ცერემონიალი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ გახსნა. მან, ტურნირის ყველა მონაწილეს მიესალმა, ტურნირში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და შმდგომი წარმატებები უსურვა. სოსო მალანიამ საქართველოს ფეხბურთის ფეხბურთის ფედერაციას და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დაჯილდოების ცერემონიალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, სფფ-ს აღმასკოის წევრი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გოჩა ჯამარაული, სფფ-ს რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლები, ვეტერანი დინამოელები, ოთარ გაბელია და ნოდარ ხიზანიშვილი მონაწილეობდნენ.

ტურნირის მე-3 ადგილზე გასული გუნდი "ლომები" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ მე-3 ხარისხის დიმპლომებით, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

მე-2 ადგილზე გასული "ნორჩი დინამო"ს დაჯილდოება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესა და სფფ-ს აღმასკომის წევრ გოჩა ჯამარაულს ერგოთ წილად. მათ "ნორჩ დინამოელებს" მეორე ხარისხის სიგელები, დიპლომები და მედლები გადასცეს.

ტურნირის გამარჯვებულ "დინამო თბილისის აკადემიის" გუნდს გურამ გაბისკირიას სახელობის თასი, პირველი ხარისხის დიპლომები, სიგელები და მედლები, გურამ გაბისკირიას სიძემ, ირაკლი თადუმაძემ გადასცა.

 

თუმცა, დაჯილდოების ცერემონიალი ამით არ დასრულებულა. გათამაშების ორგანიზატორებმა 10 სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. საუკეთესო ათეულის ჩამონათვალი ასეთია:


1. საუკეთესო მეკარე (ვლადიმერ მარღანიას სახელობის პრიზი) - გიგი წიკლაური (დინამო თბილისის აკადემია) - დააჯილდოვა ლეგენდარულმა ოთარ გაბელიამ.

2. საუკეთესო მცველი (ნიაზ ძიაპშპას სახელობის პრიზი) - ამირან მესხიშვილი (დინამო თბილისის აკადემია) - დააჯილდოვა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ.

3. საუკეთესო ნახევარმცველი (ვიტალი დარასელიას სახელობის პრიზი) - გიორგი მენაბდიშვილი (ლომები) - დააჯილდოვა ლეგენდარული ვიტალი დარასელიას გამზრდელმა მწვრთნელმა ბონდო კაკუბავამ.

4. საუკეთესო თავდამსხმელი (ვლადიმერ ბარქაიას სახელობის პრიზი) - გიორგი ხაბულიანი (ნორჩი დინამო) - დააჯილდოვა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოთარ ჩარკვიანმა.

5. ტურნირის ბომბარდირი (გოჩა გავაშელის სახელობის პრიზი) - ლუკა ცუცქირიძე (16 გოლი; იბერია 2010) - დააჯილდოვა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ.

6. საუკეთესო ფეხბურთელი (გრიგოლ ცაავას სახელობის პრიზი) - ბორის ბერულავა (ნორჩი დინამო) - დააჯილდოვა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ჯიშკარიანმა.

7. საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელი (მიხეილ ჯიშკარიანის სახელობის პრიზი) - გიორგი ჯამარაული (დინამო თბილისის აკადემია) - დააჯილდოვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ.

8. გულშემატკივართა სიმპათია (რამაზ შენგელიას სახელობის პრიზი) - ცოტნე ხარებავა (იბერია 2010) - დააჯილდოვა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ დგებუაძემ.

9. საუკეთესო გამთამაშებელი (ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზი) - ნიკოლოზ გამყრელიძე (ნორჩი დინამო) - დააჯილდოვა საქართველოს ფრეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გოჩა თამაზაშვილმა.

10. ტურნირის ყველაზე ნორჩი ფეხბურთელი (ზურაბ ხიზანიშვილის სახელობის პრიზი) - გაბრიელ ბიგვავა (აფხაზეთი-1) - დააჯილდოვა თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ნოდარ ხიზანიშვილმა.

 



 


 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge