მესამე ლომებისაა (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) | 26.11.2018 |
დღეს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე სტადიონ "ედელვაისზე", აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშების ბოლოსწინა მატჩ შედგა. მე-3 ადგილისთვის მატჩში დედაქალაქური გუნდები, "ლომები" და იბერია 2010" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გიორგი უგრეხელიძის დუბლით "ლომებმა" 2:1 მოიგეს და ტურნირის საპატიო მე-3 ადგილი დაიკავეს. მესამეადგილოსანი "ლომების" შემადგენლობა, რომლის მწვრთნელი რომა ორდინიძე გახლავთ ასეთი იყო: ირაკლი სორდია, ლუკა ხუჭუა, ნიკა ბეგლარიშვილი, საბა ავდოევი, გიორგი მენაბდიშვილი, საბა გილიგაშვილი, გიორგი უგრეხელიძე, დავით მეგლარიშვილი, საბა ბერუაშვილი, სოსო ასათიანი, ნიკა მაისურაძე, ბადრი ბასილაძე;
|
უკან დაბრუნება |