მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვინ არის მეოთხე? (გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი A და B ჯგუფები) 21.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი B ჯგუფში დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. ფინალისტის საგზურისთვის "ლომები" და "ახალგორი" იბრძოლებს.

რაც შეეხება A ჯგუფს, თბილისის "იბერია 2010" უკვე გასულია ნახევარფინალში, მაგრამ გასარკვევი ისაა პირველი ადგილით გავა ეს გუნდი ნახევარფინალში თუ მეორეთი. თუმცა უმთავრესი კითხვა სხვაა. სამი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ახლა საკითხავია, ვინ არის მეოთხე?

ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილებს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

21.11.2018.

A ჯგუფი. მე-2 ტურის გადადებული მატჩი.

1. აფხაზეთი-2 - იბერია 2010 (თბ.) - 3:10

 

სატურნირო ცხრილი (მე-4 ტურის შემდეგ)


N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. იბერია 2010 (თბ.) 3 3 0 0 20-6 9
2. დინამო (თბ.) 3 2 0 1 24-4 6
3. აფხაზეთი-2 4 2 0 2 14-20 6
4. ასმც. ვარკეთილი 3 1 0 2 5-16 3
5. გაგრა 3 0 0 3 1-18 0

 

ახლა კი B ჯგუფში დღეს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და საბოლოო სატურნირო ცხრილს გავეცნოთ:

 

21.11.2018.

მე-5 ტური. B ჯგუფი.

1. ავაზა - ახალგორი - 3:5

2. აფხაზეთი-1 - ნორჩი დინამო-1 - 1:11

ლომები - ისვენებს


სატურნირო ცხრილი (მე-2 ტურის შემდეგ)


N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ლომები 4 3 1 0 25-6 10
2. ნორჩი დინამო-1 4 3 0 1 21-8 9
3. ახალგორი 4 2 1 1 18-11 7
4. ავაზა 4 1 0 3 14-18 3
5. აფხაზეთი-1 4 0 0 4 2-38 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge