დურუჯი ნახტომით სამეულშია (ჟიული შარტავას სახელობის თასი) | 05.11.2018 |
აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში ვადაზე ადრე ჩემპიონობა "დინამო თბილისს" ჯერ კიდევ წინა ტურში მივულოცეთ. ვიცე-ჩემპიონობისთვის კი ბრძოლა გრძელდება. მე-15 ტურში დიდი ნახტომი გააკეთა ყვარლის "დურუჯმა", რომელმაც მე-5 ადგილიდან მე-3-ეზე აინაცვლა. თუმცა საპრიზო სამეულში მოსახვედრად ყველაზე დიდი შანსი მე-4 საფეხურზე მყოფ "აფხაზეთს" აქვს, რადგან 5 გადადებული მატჩი აქვს მარაგში. ამ გათამაშების ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
31 ოქტომბერი - 03 ნოემბერი 2018 წ. მე-13 ტურის გადადებული მატჩი 1. ნაძალადევი - დინამო (თბ.) - 0:9 მე-15 ტური 1. დურუჯი (ყვარელი) - ამირანი (ოჩამჩირე) - 3:0 2. ალგეთი (მარნეული) - ნაძალადევი - 3:0 3. გიფა-2 - აფხაზეთი - გადაიდო 4. დინამო (თბილისი) - ასმც. დიოსკურია - ჩატარდება 06.11.2018 5. კოლხა (სენაკი) - ნაძალადევი - 4:4 გათამაშების ცხრილი (05.11.2019)
* - შენიშვნა: მე-2 წრიდან გათამაშებას დაემატა კოლხი (სენაკი) |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |