დინამო უკვე ჩემპიონია (ჟიული შარტავას სახელობის თასი) | 29.10.2018 |
უკვე შეგვიძლია თამამად მივულოცოთ, დინამო (თბილისი) ჟიული შარტავას სახელობის თასის მფლობელია. ამ ტურნირის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი (გადადებული მატჩების გარდა), მაგრამ "დინამომ" 14 მატჩიდან 14-ივე მოიგო და ქულათა ამ მარაგით, ამ გუნდს თეორიულადაც ვეღარავინ დაეწევა. მართალია "აფხაზეთს" ჯერ მხოლდ 10 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ დარჩენილი 6-ივე მატჩიც რომ მოიგოს 39 ქულას დააგროვებს და "დინამოს" მაინც ვერ დაეწევა... თუმცა, აფხაზეთელებს ვიცე-ჩემპიონობის რეალური შანსი კი აქვთ. მართალია, ეს გუნდი ყვარლის "დურუჯს", 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და როგორც იტყვიან, ყველაფერრს მომავალი გვიჩვენებს. ამ გათამაშების ბოლო მატჩებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
25-28 ოქტომბერი 2018 წ. მე-14 ტური 1. ამირანი (ოჩამჩირე) - ნაძალადევი - 7:6 2. გიფა-2 - ასმც. დიოსკურია - გადაიდო 3. აფხაზეთი - ალგეთი (მარნეული) - გადაიდო 4. დინამო (თბილისი) - დურუჯი (ყვარელი) - 9:0 5. კოლხა (სენაკი) - ისვენებს გათამაშების ცხრილი (29.10.2019)
* - შენიშვნა: მე-2 წრიდან გათამაშებას დაემატა კოლხი (სენაკი)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |