ალგეთის 6-ქულიანი აღზევება (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) | 08.10.2018 |
მარნეულის "ალგეთმა" მე-14 ტურის კალენდარულის გარდა, გამოტოვებული მატჩიც გამართა, ორივეში იმარჯვა და მოპოვებული 6 ქულით, ცხრილში გალიდერდა. "ალგეთელები" მდევარ გურჯაანის "ალაზანს" 1 ქულით უსწრებენ. მეორეადგილოსანს მესამესთან კი 4-ქულიანი ფორა აშორებს... საგულისხმოა ისიც, რომ აუტსაიდერმა აჩაბეთის "ლიახვმა" მეორე თამაში მოიგო, ამჯერად მის წინა საფეხურზე მყოფ "კრწანისს" სძლია და მასთან ჩამორჩენა 8-დან 5 ქულამდე შეამცირა. ეს ცვლილებები განაპირობა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა, რომელთა შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
4-7 ოქტომბერი 2018 წ. მე-2 წრის მე-10 ტურის გადადებული მატჩი 1. იბერია 2010 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - 0:2 მე-14 ტური 1. ალაზანი (გურჯაანი) - ბორჯომი - 3:1 2. ნაძალადევი - იბერია 2010 (თბილისი) - 0:3 3. ალგეთი (მარნეული) - რუსთავი - 3:1 4. ლიახვი (აჩაბეთი) - კრწანისი (გარდაბანი) - 4:2
სატურნირო ცხრილი (08.10.2018 წ.)
* - შენიშვნა - არაერთი დარღვევის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ნაძალადევი" მოიხსნა გათამაშებიდან
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |