აღმასკომმა სფფ-ს ყრილობის დელეგატად სოსო მალანია დაამტკიცა | 28.06.2018 |
დღეს, 28 ივნისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც საპატიო მიზეზის გამო მხოლოდ 2 წევრი არ ესწრებოდა. აღმასკომის სხდომა თავმჯდომარემ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ გახსნა და საზოგადოებას დღის წესრიგი გააცნო. აღმასკომის სხდომა პირველი საკითხით გაიხსნა. ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირის (აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ჟიული შარტავას სახელობის თასი, ვლადიმერ მარღანიას, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის, გიგა ნორაკიძის, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) პირველის წრის შედეგები მიმოიხილა. ამასთან, ამ გათამაშებებში მონაწილე გუნდებისა და მოთამაშეთა სტატისტიკასაც გაუსვა ხაზი. მეორე საკითხზე მოხსენება ფედერაციის პასუხისმგებელმა მდივანმა დიმიტრი ჭანყურიამ გააკეთა. მან, მინი-ფეხბურთში ყველა ის ტურნირი მიმოიხილა, რომელიც გეგმით იყო გათვალისწინებული და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე ჩაატარა. მესამე საკითხზე სიტყვა ისევ სოსო მალანიამ აიღო და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2018 წლის ფინანსური მდგომარეობა დეტალურად მიმოიხილა.
მეოთხე საკითხი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 28-ე ყრილობის დელეგატის დამტკიცება გახლდათ. აღმასკომის წევრთა ერთსულოვნებით სფფ-ს 28-ე ყრილობის დელეგატად სოსო მალანია დაამტკიცეს. |
უკან დაბრუნება |