იბერია 2010-მა ალაზანი ჩამოიტოვა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) | 25.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედფერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა გარკვეული ცვლილებები განაპირობა. კერძოდ, ცხრილის ლიდერს მარნეულის "ალგეთს" "მდევარი შეეცვალა". თბილისის "იბერია 2010"-მა მანამდე მეორეზე მყოფი გურჯაანის "ალაზანი" დაამარცხა და მეორე საფეხურზე აღზევდა. ამ ტურში "იბერია 2010"-ს პირველ ადგილზე მყოფ მარნეულის "ალგეთთანაც" უნდა ეთამაშა, მაგრამ, ეს თამაში გადაიდო. თავის მხრივ, გურჯაანელებს მაინც ჰქონდათ შანსი მე-2 ადგილი შეენარჩუნებინათ, მაგრამ მე-10 ტურის მატჩში რუსთავში დამარცხდნენ და პიზიციების დათმობა მოუწიათ... უმჯობესი იქნება ამ მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გავეცნოთ.
23-24 ივნისი 2018 წ. მე-9 ტურის გადადებული მატჩი 1. ალაზანი (გურჯაანი) - იბერია 2010 (თბილისი) - 1:2 მე-10 ტური 2. იბერია 2010 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - გადაიდო 3. ლიახვი (აჩაბეთი) - ნაძალადევი - 3:0 4. რუსთავი - ალაზანი (გურჯაანი) - 2:1 5. კრწანისი - ბორჯომი - 6:2 სატურნირო ცხრილი (25.06.2018.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |