გარდაბანის 6-ქულიანი (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) | 19.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, მორიგი, მე-9 ტურის მატჩები შედგა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაშიც. ამ ტურნირში ბოლოს ჩატარებულ მატჩებს ლიდერთა სამეული არ შეუცვლია, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობა კი შეცვალა. პირველ ადგილზე "გარდაბანია", რომელიც ცხრილს უკვე 6-ქულიანი ფორით ლიდერობს. "მუხრანი-წილკან" შინ მოულოდნელად დამარცხდა, მართალია კვლავ მეორე საფეხურზეა, მაგრამ მეორეობისათვის ბრძოლა კი დაიძაბა. თუ წინა ტურში მუხრანელები მდევარს 4-ქულიანი ფორით უსწრებდნენ, ამჯერად ეს სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა და მხოლო ერთი ქულაა. ბოლოს გამართული მატჩების შედეგები და სატურნირო ცხრილი ასეთია: 16-17 ივნისი 2018 წ. მე-9 ტური 1. კრწანისი - ასმც-მერანი - 6:7 2. იბერია 2010 (თბილისი) - რუსთავი - 2:0 3. გლდანი - ალაზანი (გურჯაანი) - 2:3 4. გარდაბანი - რუსთავი 2004 - 5:0 5. იბერია (ქარელი) - დილა (გორი) - გადაიდო 6. მუხრანი-წილკანი - ასმც-WINNERS - 2:4 სატურნირო ცხრილი (18.06.2018 წ.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |