ნორჩი დინამო და ივერია 2009 სამეულში შევიდნენ (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) | 18.06.2018 |
დიახ, "ნორჩი დინამო" და ხაშურის "ივერია 2009" მოწინავე სამეულში შევიდნენ. პირველ ადგილზე კი რაღა თქმა უნდა, "რისთავი 1"-ია, რომელიც ცხრილს 6-ქულიანი ფორით ლიდერობდა, ამჯერად კი ლიდერის ფორა 5 ქულამდე შემცირდა. თუმცა რუსთაველებს და მათ მდევარს თითო გამოტოვებული მატჩი მარაგში აქვთ... ეს და სხვა ცვლილებები გამოიწვია გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშების ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. უმჯობესი იქნება ამ თამაშების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გავეცნოთ. 16-17 ივნისი 2018 წ. მე-7 ტურის გადადებული მატჩი 1. ასმც-ვარკეთილი - რუსთავი-2 - 2:2 მე-8 ტურის გადადებული მატჩები 2. ასმც-იმედი - ნორჩი დინამო - 1:5 3. მთვარის გლობუსი - დილა (გორი) - 3:1 მე-9 ტური 4. რუსთავი-1 - გარეჯი (საგარეჯო) - 5:0 5. რუსთავი-2 - დილა (გორი) - 3:0 6. ასმც-იმედი - ლიახვი (აჩაბეთი) - 2:4 7. ნორჩი დინამო - ასმც-ვარკეთილი - 9:1 8. მთვარის გლობუსი - ივერია 2009 (ხაშური) - 3:5 სატურნირო ცხრილი (18.06.2018 წ.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |