ალაზანი კვლავ ადიდდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) | 04.06.2018 |
"ალაზანი" კვლავ ადიდდა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო ორ გუნდს ორი და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გურჯაანის "ალაზანმა" "ბორჯომს" სტუმრად სძლია და მეორედან პირველზე აღზევდა. ეს და სხვა ცვლილებები მოხდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომლის მე-7 ტურის მატჩები გასულ უქმეებზე შედგა. მეტი თვალსაჩინოებისთვის სჯობს ამ მატჩებსა და სატურნირო ცხრილს გადავავლოთ თვალი. 02-03 ივნისი 2018 წ. მე-7 ტური 1. კრწანისი - ლიახვი (აჩაბეთი) - 4:2 2. ბორჯომი - ალაზანი (გურჯაანი) - 0:2 3. იბერია 2010 (თბილისი) - ნაძალადევი - გადაიდო 4. რუსთავი - ალგეთი (მარნეული) - 0:2 გათამაშების ცხრილი (04.06.2018.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |