ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) | 01.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში, ჯგუფური ეტაპი დღეს, B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრებით დასრულდა. თუკი A ჯგუფში ზედიზედ სამივე მატჩი მოიგო დედაქალაქურმა "იბერია 2010"-მა, B ჯგუფშიც ერთმა გუნდმა იასპარეზა უდანაკარგოდ, თბილისის "ავაზამ" ჯგუფურ რაუნდში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. ჯგუფური რაუნდის შედეგად 4 ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდა და ეს კვარტეტი ტურნირის წინასწარგამოცხადებული რეგლამენტის მიხედვით ნახევარფინალში დაწყვილდა. თუმცა, სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ და ჯერ B ჯგუფის მატჩებსა და საბოლოო ცხრილს გავეცნოთ.
მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი 01 ივნისი 2018 წ. B ჯგუფი; III ტური. 1. ნორჩი დინამო (თბილისი) - ნორჩი დინამო 2009 (თბილისი) - 3:4 2. ასმც-ვარკეთილი (თბილისი) - ავაზა (თბილისი) - 0:9 სატურნირო ცხრილი (B ჯგუფი; III ტური)
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ნახევარფინალური მატჩების, რომელიც 6 ივნისს ჩატარდება, წყვილები კი ასეთია:
ავაზა (თბილისი) - ნორჩი დინამო 2008 (თბილისი) იბერია 2010 (თბილისი) - ნორჩი დინამო 2009 (თბილისი)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |