ორი ნახევარფინალისტი ორს ელის (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) | 31.05.2018 |
მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირზე, A ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები შედგა. შესაბამისად, ჯგუფური რაუნდი დასრულდა და ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაცხადდა. დედაქალაქური გუნდები, "იბერია 2010" და "ნორჩი დინამო 2008" ორ მეტოქეს B ჯგუფიდან ელის. დარჩენილი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა. თბილისის "იბერია 2010" A ჯგუფში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფურ რაუნდში დაუმარცხებლად იასპარეზა, დასკვნით ტურში კი მანამდე დაუმარცხებელ "ნორჩი დინამო 2008"-ს სძლია. ორ ტურში უქულოდ მყოფმა "გაგრამ" პირველი ქულები ბოლოს ჩაიწერა, რომელმაც ბოლო ტურში ასევე უქულოდ მყოს "ქსანი-ახალგორს" მოუგო. მანამდე კი დღეს ჩატარებული დასკვნითი ტურის მატჩებსა და A ჯგუფის საბოლოო ცხრილს გადავავლოთ თვალი.
მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი 31 მაისი 2018 წ. A ჯგუფი; III ტური. 1. იბერია 2010 (თბილისი) - ნორჩი დინამო 2008 (თბილისი) - 3:1 2. გაგრა - ქსანი-ახალგორი - 4:1 სატურნირო ცხრილი (A ჯგუფი; III ტური)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |