აფხაზეთობაზე ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ | 20.05.2018 |
2014 წლის 23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 23 მაისი "აფხაზეთობის დღედ" დააწესა. იქიდან მოყოლებული "აფხაზეთობა" ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღესასწაულში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია წელსაც საკუთარ წვლილს შეიტანს. ამჯერად "აფხაზეთობა" 23-25 მაისს ჩატარდება. 25 მაისს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელ ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი გლდანის სპორტკომპლექსში 13 საათზე დაიწყება.
|
უკან დაბრუნება |