|
დინამოს ალგეთი მიუახლოვდა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
04.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში მე-8 ტურის მატჩები ჩატარდა. ლიდერი უცვლელია, თბილისის "დინამომ" ამჯერადაც ასტრონომიული ანგარიშით იმარჯვა და კვლავ ცხრილის სათავეშია. მანამდე მერეზე მყოფი "აფხაზეთის" მატჩი გადაიდო, რითაც კარგად ისარგებლა სამეულში მყოფმა მარნეულის "ალგეთმა", შინ იმარჯვა და მერე საფეხურზე აღზევდა. |
სრულად ნახვა |
ლიდერმა ცხრიანი გაისროლა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
04.06.2018 |
ლიდერმა "ცხრიანი გაისროლა" და ეს ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების მე-7 ტურში მოხდა, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ცხრილის ლიდერმა "გარდაბანმა" გორის "დილას" შინ 9:1 მოუგო. ამ ტურში გასვლაზე წააგო გურჯაანის "ალაზანმა", რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა. გურჯაანელთა მარცხით კარგად ისარგებლად "რუსთავმა", რომელმაც აუტსაიდერს "გლდანთან" სტუმრად იმარჯვა და სამეულში შევიდა. |
სრულად ნახვა |
რუსთავმა ორივე მოიგო (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) |
04.06.2018 |
"რუსთავმა", რომელიც მე-6 ტურის მატჩებამდე ცხრილში მესამე ადგილზე იყო და ლიდერ მარნეულის "ალგეთს" 7 ქულით ჩამორჩებოდა ზედიზედ ორივე თამაში მოიგო, მეორეზე აღზევდა ლიდერთაფ ქულებში ჩამორჩენა 4-მდე შეამცირა. ეს კი ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშების მე-7 ტურში მოხდა. რუსთაველებს ზედიზედ ორი მატჩის გამართვა იმიტომ მოუწიათ, რომ მათ მე-6 ტურის გადადებული შეხვედრაც მოუწიათ. |
სრულად ნახვა |
ალაზანი კვლავ ადიდდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) |
04.06.2018 |
"ალაზანი" კვლავ ადიდდა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო ორ გუნდს ორი და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გურჯაანის "ალაზანმა" "ბორჯომს" სტუმრად სძლია და მეორედან პირველზე აღზევდა. ეს და სხვა ცვლილებები მოხდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომლის მე-7 ტურის მატჩები გასულ უქმეებზე შედგა. |
სრულად ნახვა |
რუსთავი-1 კვლავ პირველია (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
04.06.2018 |
გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში მე-7 ტურის მატჩები და მე-6 ტურის გადადებული ორი მატჩი შედგა. ამ თამაშების შედეგად სატურნირო ცხრილში ლიდერი არ შეცვლილა. გათამაშებას კვლავ "რუსთავი-1" ლიდერობს, უდანაკარგოდ, ერთპიროვნულად, თანაც 3-ქულიანი ფორით. საგულისხმოა ისიც, რომ ლიდერს ერთი გამოტოვებული მატჩი მარაგში აქვს. |
სრულად ნახვა |
ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) |
01.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში, ჯგუფური ეტაპი დღეს, B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრებით დასრულდა. თუკი A ჯგუფში ზედიზედ სამივე მატჩი მოიგო დედაქალაქურმა "იბერია 2010"-მა, B ჯგუფშიც ერთმა გუნდმა იასპარეზა უდანაკარგოდ, თბილისის "ავაზამ" ჯგუფურ რაუნდში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. |
სრულად ნახვა |
ორი ნახევარფინალისტი ორს ელის (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) |
31.05.2018 |
მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირზე, A ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები შედგა. შესაბამისად, ჯგუფური რაუნდი დასრულდა და ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაცხადდა. დედაქალაქური გუნდები, "იბერია 2010" და "ნორჩი დინამო 2008" ორ მეტოქეს B ჯგუფიდან ელის. დარჩენილი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა. |
სრულად ნახვა |
ავაზა ნახევარფინალშია! (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) |
30.05.2018 |
მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მე-2 ტურის მატჩები B ჯგუფშიც შედგა. აღსანიშნავია ის, რომ მეორე ტურში ის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელთაც სასტარტო ტურში მოიგეს და წააგეს. პირველ ტურში მოგებულთაა დულეში "ავაზამ" იმარჯვა და ცხრილშიც დაწინაურდა. უფრო მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 6 ქულით ნახევარფინალის საგზურიც გაიფორმა. |
სრულად ნახვა |
ვინ იქნება ჯგუფში პირველი? (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) |
29.05.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის (10 ივნისს 70 წლის გახდებოდა) ხსოვნის ტურნირი გრძელდება. დღეს, მე-2 ტურის მატჩები მხოლოდ A ჯგუფში ჩატარდა. ამ თამაშების შედეგად ორი ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე გაირკვა. ორივე ამ გუნდს 6-6 ქულა აქვს. |
სრულად ნახვა |
ნორჩმა დინამომ და ავაზამ რიხიანად დაიწყეს (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) |
28.05.2018 |
"ნორჩმა დინამომ" და "ავაზამ" რიხიანად დაიწყეს მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელიც აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. |
სრულად ნახვა |
|