მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ნორჩმა დინამომ გარეჯს ადგილი გაუცვალა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 18.06.2018

მორიგი ტურის მატჩები შედგა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მე-9 ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება თითქმის არ შეუცვლია. თითქმის იმიტობ, რომ მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - "ნორჩმა დინამომ" "გარეჯის" მარცხით კარგად ისარგებლა, იმარჯვა და საგარეჯოელთა ნაცვლად მე-8 ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ალგეთი გალიდერდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 18.06.2018

ლიდერი შეიცვალა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში. საქმე ისაა, რომ გურჯაანის "ალაზანი", რომელიც წინა უქმეებზე გამართული მატჩების შედეგად პირველ ადგილზე იყო, მე-9 ტურის მატჩი 20 ივნისისთვის გადაედა. გურჯაანელები 3 ქულით უსწრებდნენ მდევარ მარნეულის "ალგეთს", მაგრამ მარნეულელებმა ამ ტურის გარდა, გადადებული მატჩებიც მოიგეს და ცხრილს სათავეში მოექცნენ.

სრულად ნახვა
ნორჩი დინამო და ივერია 2009 სამეულში შევიდნენ (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 18.06.2018

დიახ, "ნორჩი დინამო" და ხაშურის "ივერია 2009" მოწინავე სამეულში შევიდნენ. პირველ ადგილზე კი რაღა თქმა უნდა, "რისთავი 1"-ია, რომელიც ცხრილს 6-ქულიანი ფორით ლიდერობდა, ამჯერად კი ლიდერის ფორა 5 ქულამდე შემცირდა. თუმცა რუსთაველებს და მათ მდევარს თითო გამოტოვებული მატჩი მარაგში აქვთ...

სრულად ნახვა
გენო ზარიას თასი განათლების გუნდმა მოიგო 15.06.2018

13 ივნისს დაიწყო და დღეს, 15 ივნისს დასრულდა მინი-ფეხბურთში გენო ზარიას სახელობის ტურნირი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობდა. გათამაშების ორგანიზატორი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი გახლდათ. რაც შეეხება მონაწილე გუნდებს, ექვსივე გუნდი აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებსა და დეპარტამენტებში მომსახურე პერსონალისგან იყო დაკომპლექტებული.

სრულად ნახვა
დინამოს შვიდიდან შვიდი და 6-ქულიანი ფორა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 11.06.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში მე-9 ტურის მატჩები შედგა. თბილისის "დინამომ" რიგით მეშვიდე მატჩიც მოიგო და უდანაკარგოდ ლიდერობს გათამაშებას. "დინამომ" ამჯერად ყვარლის "დურუჯს" უპასპინძლა და დიდი ანგარიშით 7:3 მოიგო. ოჩამჩირის "ამირანმა" კი "ნაძალადევი" სტუმრად 2:7 დაამარცხა.

სრულად ნახვა
ალაზანი მესამეზე აღზევდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 11.06.2018

გურჯაანის "ალაზანმა" კარგად ისარგებლა "ასმც-იმედის" მიერ ნათამაშები ფრით,  შინ "კრწანისი-ტაბახმელას" სძლია და მესამე საფეხურზე აღზევდა. პირველ და მეორე ადგილებზე კი კვლააც "მუხრანი-წილკანი" და "გარდაბანია". ეს და სხვა შედეგები დაფიქსირდა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს.

სრულად ნახვა
სამთავისი ხუთეულში შევიდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 11.06.2018

მოწინავე ტრიო უცვლელია, უფრო სწორტედ კვარტეთი, ხუთეულში კი მხოლოდ ის ცვლილება მოხდა, რომ კვინტეტში შევიდა კასპის "სამთავისი". ეს და კიდევ მცირედი ცვლილებები მოხდა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს.

სრულად ნახვა
ალგეთმა მეორეზე აინაცვლა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ტურნირი) 11.06.2018

ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი მეორეზე მყოფი "ნაძალადევისა" და მესამეადგილოსან მარნეულის "ალგეთს" შორის დაპირისპირება გახლდათ, რომელიც "ალგეთმა" მოიგო და მეტოქეს ადგილი გაუცვალა. ამჯერად უკვე ცხრილის ლიდრს, გურჯაანის "ალაზანის" მდევარი მარნეულელთა გუნდია.

სრულად ნახვა
რუსთავი-1 6-ქულიანი ფორითაა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 11.06.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2008-09 წლებში დაბადებულთა ტურნირში, რომელიც გიგა ნორაკიძის სახელს ატარებს, მე-8 ტურის მატჩები შედგა. ჩასატარებელი 6 მატჩიდან სამი შეხვედრა ჩატარდა, სამი კი გადაიდო...

სრულად ნახვა
ნორჩი დინამო 2008 გამარჯვებულია (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი) 10.06.2018

დღეს, 10 ივნისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, მურად ანჯაფარიძე 70 წლის გახდებოდა. სწორედ მის დაბადების დღეს შედგა, მისივე ხსოვნის ტურნირის ფინალი, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ეგიდით ჩატარდა. ორგანიზატორთა შორის იყო უეფას პროგრამა "ღია სახალისო ფეხბურთის" კავკასიის ბიუროს თავკაცობაც, რომლის ოფისიც თბილისში მდებარეობს.

სრულად ნახვა
 
web-style.ge