|
ლიდერმა ხაშურში წაიფორხილა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
05.11.2018 |
ლიდერმა "რუსთავი-1"-მა ხაშურში, "ივერია 2009"-სთან წაიფორხილა, მესამეადგილოსანს სტუმრად ვერ სძლია, უგოლო ფრეს დასჯერდა და 6-ქულიანი ფორა 4-მდე შეიმცირა. ლიდერის მდევარმა "ნორჩმა დინამომ" კი რიხიანად 9:2 მოიგო ააბეთის "ლიახვთან" და მეტოქე მე-4 ადგილიდან ერთი საფეხურით ქვემოთ ჩაასწია... |
სრულად ნახვა |
გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფები და სათამაშო კალენდარი ცნობილია |
03.11.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ ახალ წამოწყებას, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირს რომ ჩაუყარა საფუძველი უკვე გამცნეთ. ამ გათამაშების ჯგუფებისა და სათამაშო კალენდრის გამოსავლენად აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილე გუნდები მონაწილეობდნენ. |
სრულად ნახვა |
2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის დებულება |
30.10.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ კარგ წამოწყებას დაუდო სათავე. საქართველოს ფეხცბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, აფფ კიდევ ერთ ტურნირს ჩაატარებს. ეს გათამაშება, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას სახელობის იქნება და მასში 2008-2009 წლებში დაბადებული ბავშვთა გუნდები იასპარეზებენ. |
სრულად ნახვა |
დინამო უკვე ჩემპიონია (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
29.10.2018 |
უკვე შეგვიძლია თამამად მივულოცოთ, დინამო (თბილისი) ჟიული შარტავას სახელობის თასის მფლობელია. ამ ტურნირის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი (გადადებული მატჩების გარდა), მაგრამ "დინამომ" 14 მატჩიდან 14-ივე მოიგო და ქულათა ამ მარაგით, ამ გუნდს თეორიულადაც ვეღარავინ დაეწევა. |
სრულად ნახვა |
მეორე უკვე მუხრანი-წილკანია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
29.10.2018 |
დიახ, მეორე ადგილზე უკვე "მუხრანი-წილკანია", რომელმაც ბოლოს უპირობო აუტსაიდერი "გორარხი" შინ დაამარცხა და 36 ქულა მოაგროვა. ეს გუნდი მდევარს 3-ქულიანი ფორით უსწრებს. მდევარი კი გურჯაანის "ალაზანია", რომელმაც გადადებული მატჩი მოიგო და ამ ტურის შეხვედრაში ფრის ნაცვლად რომ მოეგო, მუხრანელებზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები ექნებოდა, მაგრამ... |
სრულად ნახვა |
რუსთავი გალიდერებას ვერ შესწვდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) |
29.10.2018 |
"რუსთავს" კარგი შანსი ჰქონდა სტუმრად აჩაბეთის "ლიახვისთვის" მოეგო და პირველ ადგილზე აღზევებულიყო, რადგან ცხრილის ლიდერის მარნეულის "ალგეთის" ამ ტურის შეხვედრა გადაიდო. თუმცა, რუსთაველები გასვლაზე "ლიახვთან" 0:2 დამარცხდნენ და ისევ მეორეზე დარჩნენ. მათმა მდევარმა "ლიახმა" კი ზემოთ ნახსენები მოგებით ჩამორჩენა შვიდიდან 4 ქულამდე შეამცირა. ყოველივე ეს ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში მოხდა, რომელშიც 2005 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
პირველი ახლა ალაზანია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) |
29.10.2018 |
ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-17 ტურის მატჩები შედგა. თუმცა, ერთი შეხვედრა გადაიდო და სწორედ ამის გამო შეიცვალა ცხრილის ლიდერი. ალბათ მხოლოდ დროებით... თუმცა ამას დრო გვიჩვენებს... |
სრულად ნახვა |
რუსთავი-1-მა 6 ქულიანი ფორა შეიქმნა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
29.10.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდა, ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში შედგა. ამ შეხვედრაში მეორეადგილოსანმა "ნორჩმა დინანომ" ცხრილის ლიდერ "რუსთავი-1"-ს უმასპინძლა... |
სრულად ნახვა |
გიფა-2-მა ალგეთი დაამუხრუჭა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
22.10.2018 |
გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე უფრო "გიფა-2"-მა ისარგებლა. ამ გუნდმა გამოტოვებულ შეხვედრაში "ნაძალაევს" სძლია. ამ ტურის კალენდარულ შეხვედრაში კი მე-2 ადგილზე მყოფ მანეულის "ალგეთს" უმასპინძლა და არაფერი დაუთმო, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. |
სრულად ნახვა |
გოლების დეფიციტი აშკარაა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
22.10.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, 2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორეის, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, ორიგი, მე-16 ტურის მატჩები შედგა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ტურნირის მე-126 ტურში აშკარად გოლების დეფიციტი დაფიქსირდა. თავად განსაჯეთ, 6 მატჩში მხოლოდ 13 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 2 გოლზე მცირედით მეტით ტოლფასია. |
სრულად ნახვა |
|