მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



17 გოლი 2 მატჩში - გურამ გაბისკირიას სახელობის თასი რიხიანად გაიხსნა 12.11.2018

საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის დაწყება და სათამაშო კალენდარი ამ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ. აღსანიშნავია ის, რომ ტურნირმა, რომლის მონაწილე 10 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული, დღეს აიღო სტარტი და თანაც რიხიანად. თავად განსაჯეთ, 2 მატჩში 17 გოლი გავიდა.

სრულად ნახვა
ალგეთი დურუჯმა შეაჩერა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 11.11.2018

აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში, ჩემპიონი უკვე გარკვეულია. ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი  ძალზედ დაიძაბა. ამ ტურნირის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი ყვარელში შედგა, რომელშიც მე-3 ადგილოსანმა "დურუჯმა" მე-2 აფდგილზე მყოფი მარნეულის "ალგეთი" მიიღო. ყვარლელებმა მარნეულელებს მინიმალურად, 1:0 აჯობეს და |ალგეთთან" ქულებში ჩამორჩენა 4-მდე შეამცირეს.

სრულად ნახვა
ლიდერი ასმც. WINNERS-მა შეაჩერა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 11.11.2018

სეზონის დასრულებამდე  5 ტურით ადრე ცხრილის სათავეში მყოფმა "გარდაბანმა" შინ წაიფორხილა. "საშინაო კედლებში" ლიდერს "ასმც WINNERS"-მა დამაჯერებლად 2:0 მოუგო და გარდაბანელთა ფორა მდევართან 8-დან 5 ქულამდე შეამცირა. ქულები დაკარგა გურჯაანის ":ალაზანმაც", რომელიც ამ ტურამდე მესამე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ "ასმც. მერანთან" სტუმრად 1:1 ფრეს დასჯერდა და მესამე ადგილიც დათმო. სამეულში კი გურჯაანელთა ნაცვლად "ასმც. მერანი" შევიდა, რომელმაც გურჯააჯელებთან ფრის გარდა რუსთავში გადადებული მატჩი მოიგო...

სრულად ნახვა
ალგეთის ოქროს შანსი (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 11.11.2018

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს მარნეული "ალგეთს". ეს გუნდი ცხრილის სათავეშია, მართალია მდევარ "რუსთავს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სრულად ნახვა
ალგეთმა იმარჯვა და პირველია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 11.11.2018

ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი გურჯაანში შედგა, სადაც ადგილობრივმა "ალაზანმა" მარნეულის "ალგეთი" მიიღო. ამ მატჩამდე "ალაზანი" პირველ ადგილზე იყო, "ალგეთი" კი მეორეზე. თუმცა, სტუმრებმა მასპინძლები დაჯაბნეს 3:0 მოუგეს და ცხრილს სათავეში მოექცნენ...

სრულად ნახვა
ნორჩი დინამოს სარეკორდო 11 და მერანის პირველი (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 11.11.2018

მეორეზე მყოფმა "ნორჩმა დინამომ" სარეკორდო ანგარიშით 11:0 მოუგო მე-4 საფეხურზე მყოფ "ასმც. იმედს", გათამაშემას მეორე წრიდან დამატებულმა "თბილისის "მერანმა", რომელიც ჯერჯერობით უქულოდაა, მე-7 მატჩში პირველი გოლი გაიტანა... თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ცხრილის მოწინავე სამეულში ცვლილება არაა.

სრულად ნახვა
დურუჯი ნახტომით სამეულშია (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 05.11.2018

აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში ვადაზე ადრე ჩემპიონობა "დინამო თბილისს" ჯერ კიდევ წინა ტურში მივულოცეთ. ვიცე-ჩემპიონობისთვის კი ბრძოლა გრძელდება. მე-15 ტურში დიდი ნახტომი გააკეთა ყვარლის "დურუჯმა", რომელმაც მე-5 ადგილიდან მე-3-ეზე აინაცვლა. თუმცა საპრიზო სამეულში მოსახვედრად ყველაზე დიდი შანსი მე-4 საფეხურზე მყოფ "აფხაზეთს" აქვს, რადგან 5 გადადებული მატჩი აქვს მარაგში.

სრულად ნახვა
სამს სამეულში შესვლა შეეძლო (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 05.11.2018

ერთბაშად სამ გუნდს, "ასმც. მერანს", ასმც. WINNERS"-სა და "რუსთავს" მოწეინავე სამეულში შეცვლა და გურჯაანის "ალაზანის" დაქვეითება შეეძლოთ, მაგრამ, ტრიოდან ეს ვერცერთმა ვერ შეძლო, რადგან სამივემ წააგო. შესაბამისად მოწინავე საეული არ შეცვლილა.

სრულად ნახვა
სამთავისის ნაცვლად მეხუთე გარეჯია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 05.11.2018

"სამთავისს" შეეძლო დიდი ნახტომი გაეკეთებინა და ხუთეულში შესულიყო, მაგრამ... ამ გუნდმა გამოტოვებული მატჩი კი მოიგო, თუმცა, კალენდარულ შეხვედრაში მდევართან დამარცხდა და მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. მეხუთე საფეხურზე კი "გარეჯი" აღზევდა, რომელმაც კარგად ისარგებლა "გორის" წაგებით...

სრულად ნახვა
3-3 გოლი და უძრაობა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 05.11.2018

ზუსტად 3-3 გოლი გავიდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშების მე-18 ტურში. თავად განსაჯეთ, 4 მატჩში ჯამში 12 გატანილი თანაბრად გადანაწილდა თითო შეხვედრაში. მატჩების შედეგების გაცნობისას ამაში თავადვე დარწმუნდებით. აშკარაა ისიც, რომ ამ ტურს სატურნირო ცხრილში არც გუნდების თანმიმდევრობა და არც მათ შორის ქულათა სხვაობა არ შეუცვლია. ასე რომ ამ ტურში, როგორც იტყვიან სრული უძრაობაა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge