მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვინ არის მეოთხე? (გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი A და B ჯგუფები) 21.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი B ჯგუფში დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. ფინალისტის საგზურისთვის "ლომები" და "ახალგორი" იბრძოლებს.

სრულად ნახვა
ლომები ერთს დასჯერდა, დუეტი პირველია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი, A და B ჯგუფები) 19.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება გრძელდება. B ჯგუფში უკვე მე-4 ტურის მატჩები ჩატარდა. A ჯგუფში კი ერთი ტური გადაიდო და მხოლოდ 3 ტურია ჩატარებული.

სრულად ნახვა
აფხაზეთი უკვე მეორეზეა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 20.11.2018

აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში "დინამო თბილისი" რომ ჩემპიონია ეს ჯერ კიდევ 2 ტურის წინ გაცხადდა. იქვე ვივარაუდეთ, რომ, ვიცე-ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი "აფხაზეთს" რომ ჰქონდა და... ისე აგიხდათ ყველაფერი. "აფხაზეთელებმა" ამ ტურისა და გადადებული ორი მატჩი, ჯამში 3 თამაში მოიგეს და მოპოვებული 9 ქულით მე-2 ადგილზე აღზევდნენ.

სრულად ნახვა
მესამეზე ერთბაშად სამია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 18.11.2018

"ასმც.მერანს" მესამე ადგილის დათმობა მოუწია. თუმცა, სამეულს ვინ ჩივის, ეს გუნდი საერთოდ ხუთეულს მიღმა, მე-6 საფეხურზე აღმოჩნდა. მესამეზე, უფრო სწორად კი მესამე-მეხუთე ადგილს ერბაშად 3 გუნდი იყოფს, რომელთაც თანაბარი, 37-37 ქულა აქვთ. ეს და სხვა ცვლილებები განაპირობა ვლაედიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების მე-20 ტურის მატჩებმა, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ლიდერის 6 უპასუხო (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 18.11.2018

წინა ტურში პირველზე აღზევებულმა მარნეულის "ალგეთმა" ლიდერობა შეინარჩუნა. "ალგეთელებმა" ამჯერად შინ "ბორჯომი" მიიღეს და რიხიანად, 6:0 ომარჯვეს. პირველზე მყოფ მარნეულელებს უდანაკარგოს გაჰყვა გურჯაანის "ალაზანი", რომელმაც შინ კრწანისი-გარდაანს სძლია, მესამეზე მყოფმა "იბერია 2010"-მა კი აჩაბეთის "|ლიახვი" სტუმრად დაჯაბნა.

სრულად ნახვა
მეოთხეს ახალი პატრონი ჰყავს (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 18.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა გათამაშებაში, რომელიც გიგა ნორაკიძის სახელს ატარებს, მე-20 ტურის მატჩები და ერთიც გადადებული თამაში შედგა. ამ შეხვედრებს მოწინავე სამეულში არც გუნდების განლაგება და არც მათ შორის ქულათა ბალანსი არ შეუცვლია. მე-4 ადგილს კი ახალი "პატრონი გამოუჩნდა" - "რუსთავი-2".

სრულად ნახვა
ლომები აღლუმი (B ჯგუფი. გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი) 17.11.2018

ეროვნული გმირის, აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი გრძელდება. გათამაშების მე-3 ტურის მატჩები ჩატარდა B ჯგუფში, სადაც უდანაკარგოდ მხოლოდ ერთი გუნდია თბილისის "ლომები", რომელიც დამსახურებულად ლიდერობს ცხრილს და შეიძლება ითქვას რომ ნახევარფინალში უკვე გასულია. მეორე ადგილზე კი ერთბაშად 3 გუნდია, თანაც 3-3 ქულით.

სრულად ნახვა
ტრიუმვირატი და დინამოს ახალი რეკორდი (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 15.11.2018

მეორე ტურის მატჩები ჩატარდა A ჯგუფში და აქ მდგომარეობა უფრო მეტადაა დაძაბული. თავად განსაჯეთ, 3-3 ქულა ერთბაშად 3 გუნდს აქვს და სამივე ლიდერია , როგორც იტყვიან ტრიუმვირატი მეფობს. საგულისხმოა ის, რომ ერთი მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. ეს ამბები მოხდა გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში.

სრულად ნახვა
ლომები უდანაკარგო და პირველია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 14.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება მე-2 ტურით დღეს B ჯგუფში გაგრძელდა. ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მხოლოდ ერთი გუნდია, "ლომებია", რომელმაც ნახევარფინალი სანახევროდ უკვე გაინაღდა... 3-3 ქულა აქვს ორ გუნდს და ასევე უქულოდაა კიდევ ორი გუნდი...

სრულად ნახვა
ისევ 9:0 და ისევ ორი პირველადგილოსანი (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 13.11.2018

კიდევ ერთი 9:0, B ჯგუფის სასტარტო ტურის მსგავსად A ჯგუფის პირველ ტურში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა 9:0. აფხაზეთში გმირულად დაღუპული, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში "გოლების წვიმა" გრძელდება. ამჟამად "აფხაზეთი-2"-მა იზეიმა 9:0 და "იბერია 2010"-თან ერთად ცხრილის სათავეშია.

სრულად ნახვა
 
web-style.ge