მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ორი ლიდერით (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 18.06.2019

"დიდუბე 2014"-ის მატჩის გადადებით ჩინებულად ისარგებლეს "მუხრანმა" და "განთიადი 2003"-მა, ორივემ იმარჯვა და დიდუბელებს გაუსწრეს. ამ ტურნირს ახლა ორი ლიდერი ჰყავს. "საქართველოს უნივერსიტეტმა" თბილისის "მერანს" სძლია და ათეულის ფსკერს მოსწყდა.

სრულად ნახვა
გაგრამ ლიდრი დასცა და გალიდერდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

"გაგრამ" ლიდერი "რუსთავი" დასცა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. "ცხინვალმა" კი წინა საფეხურზე მყოფ "ნორჩი დინამოს" სძლია და მის ადგილზე აინაცვლა.

სრულად ნახვა
ნორჩებმა მეორეზე აინაცვლეს (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, მე-9 ტურმა მხოლოდ მცირედი ცვლილება განაპირობა. კასპის "განთიადმა" და "ნორჩი დინამომ" ადგილები გაცვალეს. "ნორჩები" ახლა მეორეზე არიან კასპელებმა კი მესამეზე ჩამოინაცვლეს.

სრულად ნახვა
სიონი ფავორიტებს არ სცნობს (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტური ფავოტირებისთვის წარუმატებელი გახლდათ. რა თქმა უნდა ეს, ყველა ფავორიტს არ ეხება, მაგრამ, გასულ უქმეებზე ჩატარებულმა ტურმა სატურნირო ცხრილში არაერთი ცვლილება განაპირობა. ლიდერი კასპის "განთიადი 2007" მოულოდნელად კაზრეთში, "სიონთან" დამარცხდა. მართალია, ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ "მუხრანი" ქულებით გაუთანაბრდა. მარნეულის "ალგეთი" 2007" კი სტუმრად "იბერია 2017"-თან დამარცხდა...

სრულად ნახვა
გარეჯმა პირველი მოიგო (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-10 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა მე-9 ტურის გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატში. თავად განსაჯეთ, 5 მატჩში 49 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 10 გოლის ტოლფასია...

სრულად ნახვა
ლომკაცის ხსოვნის თასი ლომებისაა (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი-2019) 10.06.2019

დღეს, 2019 წლის 10 ივნისს მურად ანჯაფარიძე 70 წლის გახდებოდა. აფხაზეთელი კაცი, რომელიც ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი დევნილობაში ემსახურებოდა ქართულ ფეხბურთს. კაცი, რომელმაც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია დააფუძნა, წლების განმასვლობაში იყო ამ ფედერაციის პრეზიდენტი და დღენიადაგ იმაზე ზრუავდა, რომ ქართული ფეხბურთის სამჭეოოდან, აფხაზეთიდან წამოსული ტალანტები არ დაკარგულიყვნენ და სრულად გამოევლინათ ღვით ბოძებული ნიჭი ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ... ყოველივე ამისი შემოქმედს, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ლომკაცი...

სრულად ნახვა
მუხრანი სამეულში აღზევდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

მუხრანი-წილკანმა სტუმრად "გორს" სძლია და მოწინავე სამეულში მე-2 ადგილზე აღზევდა. მოწინავე ტრიოდან "გლდანი 2018" მე-4 საფეხურზე დაეშვა, გურჯაანის "ალაზანმა" მცირედი ნახტომი გააკეთა და მეშვიდედან მეხუთე აგდილზე აინაცვლა. ეს და სხვა ცვლილებები განაპირობა ასაკობრივი ტურნირებიდან ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშების მერვე ტურმა.

სრულად ნახვა
მესამე უკვე ალგეთია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

მხოლოდ ერთი ცვლილება განაპირობა ამ უქმეებზე ჩატარებულმა მე-8 ტურის მატჩებმა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ცვლილება კი ისაა, რომ მოწინავე სამეულის მესამე ადგილი "მცხეთას" ნაცვლად მარნეულის "ალგეთმა" დაიკავა.

სრულად ნახვა
ახალი ლიდერი - იბერია 2010 (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

ლიდერს ტურში დატოვება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა - კასპის "განთიადმა" პირველი ადგილი თბილისის "იბერია 2010"-ს დაუთმო, მაგრამ, ახალ ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მე-3 საფეხურზე კი "ნორჩი დინამო" აღზევდა. 

სრულად ნახვა
კასპელები ერთპიროვნულად გალიდერდნენ (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

ცვლილებები მოწინავე სამეულშიცაა. ცხრილის ლიდერი ამჯერად უკვე ერთპიროვნულად გახდა კასპის "განთიადი 2007", მეოე ადგილზე კი ორხელისუფლებიანობაა. მეორე საფეხურს "მუხრანი" და "ალგეთი 2007" იყოფენ. მე-4-ეზე ისევ "გარდაბანია"... "მცხეთამ" კი ნახტომი გააკეთა და მე-9 საფეხურიდან მე-6-ეზე აღზევდა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge