მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



საუკუნის წიგნს სამი რჩეული დაემატა 09.07.2019

ამ რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს გამორჩეულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ქართულ ფეხბურთში გამორჩეული აფხაზეთელებისთვის სპეციალური წიგნი შექმნა, სახელწოდებით "აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის წიგნი". მასში არაერთი იმ გამორჩეული პერსონების გვარ-სახელებია შეტანილი, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს აფხაზეთისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის განიტარების საქმეში. ეს წიგნი თაობიდან-თაობებს გადაეცემა და ამით უკვდავყოფილია ის პიროვნებები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდებიან.

სრულად ნახვა
ლიდერი ისევ სამია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 08.07.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის პირველი ნახევარი დასასრულს მიახლოვდა. გათამაშებაში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, ორი, მე-12 და მე-13 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც ცხრილში გარკვეული ცვლილებები განაპირობა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ცხრილს ისევ ტრიო ლიდერობს.

სრულად ნახვა
დიდუბელები 4-ქულიანი ფორით ლიდერობენ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 08.07.2019

"დიდუბე 2014"-მა კუთვნილი შანებსი გამოიყენა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშებაში ლიდერი შეიცვალა. დიდუბელებმა სტუმრად ორი გადადებული მატჩი სტუმრად მოიგეს და 4-ქულიანი ფოროთ ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

სრულად ნახვა
აუტსაიდერმა პირველად იმარჯვა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 01.07.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშებაში, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატის ჩატარებულ მე-11 ტურის მატჩებს ლიდერი არ შეუცვლია. მოწინავე სამეულში კი ის ცვლილებაა, რომ "დიდუბე 2014"-მ მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა. საგულისხმოა ისიც, რომ ცხრილის ფსკერზე მყოფმა კასპის "განთიადი-2"-მა, რომელიც აქამდე ქულის გარეშე ასპარეზობდა, პირველი გამარჯვება იზეიმა...

სრულად ნახვა
პირველზე ერთად სამია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 02.07.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ჩემპიონატებიდან, სამ გათამაშებაში პირველი წრე დასრულდა, ორში კი გრძელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის მე-11 ტურში მოვლენები დრამატულად განვითარდა. გათამაშებას, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ერთბაშად სამი ლიდერი ჰყავს. მოწინავე ტრიოდან ერთ-ერთმა წინა ლიდერი დაამარცხა, დანარჩენმა ორმაც იმარჯვა და ახლა პირველზე სამი გუნდია... კიდევ ერთი, ამ ტურში სარეკორდო მოგება, 10:0 დაფიქსირდა...

სრულად ნახვა
განთიადი ერთპიროვნული ლიდერია! (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

თუკი მე-9 ტურის შემდეგ ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავდა, ამჯერად პირველ ადგილზე მხოლოდ კასპის "განთიადი 2003"-ია  ამ გათამაშების პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ მეორეზე "მუხრანია", მესამეზე კი "დიდუბე 2014"... თუმცა, საგულისხმოა ის, რომ არაერთი მატჩია გამოტოვებული და ვნახოთ რომელი გუნდი როგორ გამოიყენებს კუთვნილ შანსს.

სრულად ნახვა
გაგრა, რუსთავი, ალგეთი... (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

"გაგრა", "რუსთავი" და მარნეულის "ალგეთი" - ასეთია მოწინავე სამეული ავთანდილ (ბასა) ღოღობეწრიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირის პირველი წრე 16 ივნისს დასრულდა, მაგრამ ამ გათამაშების პირველი ნახევრის საბოლოო სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი.

სრულად ნახვა
პირველი წრე იბერიელებმა მოიგეს (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ სეზონის პირველი ნახევარი 16 ივნისს დასრულდა. თბილისის "იბერია 2010", ნორჩი დინამო" და კასპის "განთიადი" ასეთია მოწინავე სამეულის ჩამონათვალი თაქნმიმდევრობით... ამ გათამაშების ცხრილს, აქვე კიდევ ერთხელ გთავაზოთ.

სრულად ნახვა
გარდაბანი გალიდრდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატს, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, "გარდაბანის" სახით ახალი ლიდერი ჰყავს. ამ გუნდმა თბილისში სტუმრად იმარჯვა, მანამდე პირცელ-მეორე ადგილზე მყოფმა, შესაბამისად კასპის "განთიადი 2007"-მა და "მუხრანმა" ამ ტურში მარცხები იწვნიეს და პოზიციების დათმობაც მოუწიათ.

სრულად ნახვა
გარეჯმა ნორჩების ადგილი დაიკავა (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროსი ასაკის გათამაშებაში, გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წელში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. გადადებულ შეხვედრასში საგარეჯოს "გარეჯმა" შინ სძლია "ნორჩი დინამოს" და ცხრილში მეტოქის, მე-8 ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge