|
ის დიდხანს ეხსომებათ |
17.01.2021 |
უკვე 3 წელი გავიდა, რაც ჩვენს შორის აღარაა ღირსეული კაცი, სიცოცხლეზე, სამშობლოზე, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მისი გამორჩეული თვისებების ჩამოთვლა იოლი ნამდვილად არაა... ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მას მურად ანჯაფარიძე ერქვა. მისი გულის ძგერა, 2018 წლის 17 იანვარს შეწყდა. ის დღეს ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო, რამდენი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებდა... |
სრულად ნახვა |
გილოცავთ ქრისტეშობას! |
07.01.2021 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
სრულიად საქართველოს
ულოცავს ქრესტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს
ქრესტეშობის მადლი გფარავდეთ! |
სრულად ნახვა |
ჩემო ძვირფასო აფხაზეთელებო, გილოცავთ 2021 წელს! |
31.12.2020 |
არა მარტო სრულიად საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, პანდემიის გამო, გასული 2020 წელი ძალიან მტკივნეული, ცრემლიანი და მძიმე აღმოჩნდა. გარდა ამისა, გასულმა წელმა საფეხბურთო თვალსაზრისითაც იმედები გაგვიცრუა და სამწუხაროდ, ქართველი ქომაგების ათწლეულების ნატვრა არ ახდა - საქათველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. თუმცა, ამან ხელი კი არ უნდა ჩაგვაქნევინოს, არამედ უფრო უნდა გაგვახელოს. გადავხედოთ წარსულს, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებს ჰოლანდიის, იტალიის თუ მათი დარი გრანდების გარეშე ჩაუვლია, მაგრამ ამ გუნდებს ხელი არ ჩაუქნევიათ. |
სრულად ნახვა |
გვახსოვდეს ლეგენდები! 38 წლის წინ, ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა |
13.12.2020 |
38 წელი გასულა იმ სუსხიანი და ტრაგიკული დღიდან, რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ პლანეტის მეექვსედი, საბჭოთა კავშირი შეძრა. სწორედ იმ დღეს, 1982 წლის 13 დეკემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ, ქართული ფეხბურთის დღემდე ყველაზე დიდი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის მთავარი შემოქმედი, გამარჯვების გოლის ავტორი, ვიტალი დარასელია გამოგვაკლო. |
სრულად ნახვა |
გაგრა საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა |
04.12.2020 |
ამ ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, საფებურთო კლუბი "გაგრა" საქართველოს, დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის გათამაშების ფინალში რომ გავიდა. ჩვენს აფხაზეთელებს ფინალში წარმატებები ვუსურვეთ და ამ ტიტულისთვის მათაც არაფერი დაიშურეს. მოკლედ, 2010-2011 წლების სეზონის საქართველოს თასის გამარჯვებულმა "გაგრამ" კიდევ ერთხელ იძალა, ფინალში წყალტუბოს "სამგურალი" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა და საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
ყველა აფხაზეთელს და ფეხბურთის ქომაგებს ულოცავს "გაგრას" ამ წარმატებას! |
სრულად ნახვა |
გილოცავთ გიორგობას! |
23.11.2020 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
სრულიად საქართველოს ულოცავს
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ! |
სრულად ნახვა |
ვულოცავთ! მურთაზ ვეკუა 72 წლისაა |
17.09.2020 |
... სოხუმის "დინამოს" კიდევ ერთ ფეხბურთელზე, მეკარეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს მურთაზ ვეკუა გახლავთ, რომელიც დღეეს 72 წლის გახდა და დღესაც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. მურთაზ ვეკუა საიმედო მეკარეობის გარდა, სოხუმის "დინამოში" ასპარეზობის სტაჟითაც გამორჩეულია. ის 1967 წელს გამოჩნდა სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში და 1978 წელსაც აფხაზეთელთა მთავარი გუნდის კარს იცავდა. |
სრულად ნახვა |
გილოცავთ მარიამობას! |
28.08.2020 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
სრულიად საქართველოს ულოცავს
მარიამობის დღესასწაულს! |
სრულად ნახვა |
გილოცავთ ფერიცვალებას! |
19.08.2020 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
სრულიად საქართველოს ულოცავს
ფერიცვალების დღესასწაულს! |
სრულად ნახვა |
სოხუმის დინამოს ქალთა გუნდი ხვალ იწყებს |
09.08.2020 |
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, - შუა საუკუნეებში თქვა ქართველმა გენიოსმა შოთა რუსთაველმა და... კაცების შემდეგ, ქალთა ფეხბურთმაც აითვისა ახალ-ახალი გეოგრაფიული სივრცეები. რაღა თქმა უნდა, ზემოთ ნახსენები გენიალური ფრაზის ავტორის სამშობლოშიც აგორებენ ბურთს ქალები... საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში იყო ქალთა გუნდები და გასული საუკუნის ბოლოს, ქალთა ეროვნული ნაკრებიც გყავდა... |
სრულად ნახვა |
|