საჩუქრების ფოიერვერკი და ლამაზი დღე პატარებს (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. დაჯილდოება) | 05.12.2021 |
რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის კულმინაცია, დაჯილდოების ცერემონიალი გახლდათ, რომელიც 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, ფინალური მატჩის დამთავრებისთანავე გაიმართა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა, მომავალ თაობას კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს, რომელიც ტურნირში მონაწილე პატარებს (2011-12 წლებში დაბადებულ მოზარდებს) დიდხანს ემახსოვრებათ. ისინი იამაყებენ იმითო, რომ თასი, დიპლომი, მედლები თუ სხვა პრიზები, ქართული ფეხბურთის სხვადასხვა თაობის ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა გადასცეს და მათ გვერდით გადაღებული სამახსოვრო ფოტოებით ყოველთვის იამაყებენ.
დაცილოდების ცერემონიალს მამუკა და ანა ელიკაშვილები გაუძღვნენ. ლამაზი შოუ, მხატვრული ტანვარჯიშის პატარა ფერიებმა, ანა-მარია ჯობავამ და ანასტასია ინდუაშვილმა (მწვრთნელები: ნატალია ფეიქრიშვილი და მანანა წიტაიშვილი) კომპოზიცია „ანასტასია“ წარმოადგინეს. შეკრებილ საზოგადოებას, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ მიმართა. ცერემონიალში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, მისი მოადგილე თამაზ ხუბუა; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი; თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა; ვეტერანი მწვრთნელები აფხაზეთიდან ბონდო კაკუბავა და ნუგზარ ბოჯგუა; აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვეტერანი თანამშრომლები: დიმიტრი ჭანტურია და ადიკ დურსუნიში; ვეტერანი ფეხბურთელები აფხაზეთიდან: ნოდარ კაკულია, ნუგზარ ხოშტარია, გელა ინალიშვილი, გიგა გადელია, მამუკა რუსია, იური გაბისკირია და ლერი გაბისკირია; აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები: მიხეილ ჯიშკარიანი, გიორგი ლომაია, როსტევან ფარცვანია და გიორგი კაკაბაძე;.
ქართული ფეხბურთის რჩეული ვეტერანი ფეხბურთელები: ოთარ გაბელია, დავით მუჯირი (უფროსი), ვახტანგ ქორიძე, გელა ქორიძე, ლადო ბურდული... ღია სახალისო ფეხბურთის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია.
ორგანიზატორებმა, ტურნირის ყველა მონაწილე გუნდიდან, გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელეს. შემდეგ კი პრიზიორთა დაჯილდოების ჯერიც დადგა: მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი „გლდანი“, თასით, დიპლომებითა და ბრინჯაოს მედლებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ჯემალ გამახარიამ დააჯილდოვა. ვიცე-ჩემპიონ „ავაზას“ თასი, დიპლომები და ვერცხლის მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა გოჩა თამაზაშვილმა გადასცა.
ტურნირის გამარჯვებული და ჩემპიონი „ზესტაფონი“ თასით, დიპლომებითა და ოქროს მედლები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ დააჯილდოვა; ორგანიზატორებმა 6 სხვადასხვა ნომინაციაში ტურნირის რჩეული მოთამაშეები გამოავლინეს, რომლებსაც შესაბამისი პრიზები, ცერემონიალში მონაწილე და ზემოთ დასახელებულმა, ცნობილმა პერსონებმა გადასცეს. ტურნირის მონაწილე პატარების შესანიშნავი ექვსეული ასეთია: 1. ტურნირის საუკეთესო მეკარე - საბა ბასარია (ავაზა); 2. ტურნირის საუკეთესო მცველი - დემეტრე ფანცულაია (გლდანი); 3. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი - გაბრიელ კახიშვილი (ზეტაფონი); 4. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი - ანდრია ღარიბაშვილი (ავაზა); 5. გულშემატკივრის სიმპათია - მაქსიმე სილაგაძე (35-ე საფ. სკოლა); 6. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე - ერიკ სარქისიანი (ზესტაფონი). ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ არბიტრებს გიორგი ხეცაძეს და გოჩა ტარუაშვილს. საგულისხმოა ის, რომ ეროვნული ლიგის სტაჟიან არბირტთა ტრიომ, დავით ხარიტონაშვილის, არსენ ნონიკაშვილისა და ჯენერი ხორავას შემადგენლობით, ტურნირის მომსახურე ახალბედა მსაჯებს, სპეციალური პრიზები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. ამით დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ბოლო აკორდი გრანდიოზული ფოიერვერკი გახლდათ, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა...
|
უკან დაბრუნება |