მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ (გურამ გაბისკირიას თასი. III ტური) | 29.11.2021 |
35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტრადიციული ტურნირის მესამე ტურის მატჩები სამივე ჯგუფში ჩატარდა. შესაბამისად, ჯგუფური რაუნდი დასრულდა და 1/4 ფინალში გასული 8 გუნდის ვინაობა გაირკვა. უმჯობესი იქნება ჯგუფური რაუნდის დასკვნითი ტურის მატჩები და ჯგუფების სატურნირო მდგომარეობა სათითაოდ მიმოვიხილოთ. A ჯგუფში ორი მოგების შემდეგ, „დომინანტს“ „ზესტაფონი-1“-მა სძლია და 4 ქულით, 1/4 ფინალში გამსვლელი 2 საუკეთესო მესამეადგილოსნიდა ერთ-ერთი გახდა. „გლდანმა“ რუსთავის „გორდას“ მოუგო და ქულებით „დომინანტს გაუთანაბრდა, მაგრამ „დომინანტმა“ ცხრილში პირველი ადგილი, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე, (დომინანტელებმა გლდანელებს მეორე ტურში მოუგეს) შეინარჩუნა. მოკლედ, ამ ჯგუფიდან 1/4 ფინალში სამი გუნდი გავიდა: „დომინანტი“ „გლდანი“ და „ზესტაფონი-1“.
A ჯგუფი ზესტაფონი-1 - დომინანტი 4:0 გორდა - გლდანი 1:5
B ჯგუფიდან, 1/4 ფინალში „ავაზამ“ და „35-ე საფეხბურთო სკოლის“ გუნდი გავიდა. „ხილიანმა“ სოხუმის „დინამოს“ კი სძლია და 3 ქულა დააგროვა, მაგრამ 1/4 ფინალში გამსვლელი ორი საუკეთესო მესამეადგილის საგზური ვერ მოიპოვა, რადგან C ჯგუფიდან, ასევე 3 ქულის მქონე „აფხაზეთმა“ ბურთების ბალანსში აშკარად დაჯაბნა.
B ჯგუფი 35-ე საფ. სკოლა - ავაზა 1:2 დინამო (სოხ.) - ხილიანი 0:2
C ჯგუფიდან, პირველ-მეორე ადილით, „ამერი“ და „ზესტაფონი-2“ გავიდნენ 1/4 ფინალში. „აფხაზეთმა“ თსსა (თენგის სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია)-ს სოლიდურად მოუგო, ბურთების ბალანსი გაანულა, ამ კომპონენტში „ხილიანს“ აჯობა და ჯგუფიდა გავიდა.
C ჯგუფი აფხაზეთი - თსსა 4:0 ზესტაფონი-2 - ამერი 1:1
მოკლედ, 1/4 ფინალში გასული 8 გუნდი ტურნირის რეგლამენტის მიხედვით დაწყვილდა. მეოთხედფინალური მატჩები ზეგ, ისევ 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე გაიმართება. ამ მატჩების ჩამონათვალი ასეთია: 1/4 ფინალური მატჩები 1 დეკემბერი. ოთხშაბათი დომინანტი - 35-ე საფ. სკოლა - 10:30 სთ. ამერი - ზესტაფონი-1 - 11:30 სთ. ავაზა - აფხაზეთი - 12:30 სთ. გლდანი - ზესტაფონი-2 - 13:30 სთ.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |