მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გურამ გაბისკირიას თასისთვის 12 გუნდი იბრძოლებს 24.11.2021

საქართველოს ეროვნული გმირის, ყოფილი ფეხბურთელის, მსაჯისა და საფეხბურთო კლუბი სოხუმის „ცხუმის“ პირველი პრეზიდენტის, სოხუმის მერის, აფხაზეთში დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება პარასკევს, 26 ნოემბერს აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ გურამ გაბისკირიას თასი, ტრადიციული ტურნირია და უკვე წლებია, რაც ამ გათამაშებას, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად ატარებს. ამჯერადაც ასეა, აფხაზეთიის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომითა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერითაა და სრული დაფინანსებით ჩატარდება.

ტურნირში, რომელიც 2011-2012 წლებში დაბადებული მოზარდები იასპარეზებენ, ჯგუფური სისტემით წარიმართება და მასში 12 გუნდი იასპარეზებს. გათამაშებას, ყველასათვის კარგად ცნობილი, 35-ე საფეხბურთო სკოლა უმასპინძლებს, რომლის კომპლექსი ახლახანს განახლდა. 9-9 მოთამაშისგან (1+8) შემდგარი გუნდები, 25 წუთიან ტაიმებში, 4 ნომერი ბურთით, 60/40-ის ზომების მქონე მოედანზე, გაეჯიბრებიან ერთმანეთს. გუნდების მესვეურებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ამ ტურნირის რეგლამენტის სხვა დეტალები, ჩვენი ფედერაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

გურამ გაბისკირიას თასის წილისყრა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP ზონაში ჩატარდა. მონაწილე გუნდების მწვრთნელთა წინაშე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, გენერალური მდივანი ლევან კვარაცხელია და მამუკა ელიკაშვილი წარსდგნენ. მონაწილე გუნდების მწვრთნელებისთვის, ტურნირის დეტალების გაცნობის შემდეგ, ჯერი წილისყრაზე მიდგა.

 

გურამ გაბისკირიას თასის 12 მონაწილე გუნდი წილისყრის შედეგად, სამ ჯგუფში ასე გადანაწილდა:

A ჯგუფი: გორდა (რუსთავი), გლდანი, ზესტაფონი-1, დომინანტი;

B ჯგუფი: დინამო (სოხუმი), ხილიანი, 35-ე საფეხბურთო სკოლა, ავაზა;

C ჯგუფი: აფხაზეთი, თსსა (თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია), ზესტაფონი-2, ამერი;

 

ჯგუფური რაუნდის 3 ტურის შემდეგ, ჯგუფიდან ორი გამარჯვებული და ორი საუკეთესო მე-3 ადგილოსანი, ასპარეზობას 1/4 ფინალში გაგრძელებს. ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგსა და ტურნირის რეგლამენტს, მოგვიანებით გაგაცნობთ.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge