მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გვახსოვდეს! 900 წელი დიდგორის ბრძოლიდან 12.08.2021

   "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქრისტეს რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არა თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, თვით ეშმაკსაც კი დავამარცხებთ. ქრისტეს რჯულისთვის, სამშობლოსთვის, წინ ქართველნო", -

ჩვენმა ბუმბერაზმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, ზუსტად 900 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, ამ სიტყვებით მიმართა ქართველთა ჯარს. ამ მიმართვიდან 3-4 საათში, დავით მეფემ თანამემამულეებს გამარჯვება აუწყა - ქართველთა გამარჯვება, მინიმუმ 8-10-ჯერ მეტ მტერზე... ეს იყო დიდგორის ბრძოლა, რომელსაც მტრის რიცხობრივი უპირატესობის გამო, სრულიად სამართლიანად ეწოდა "ძლევაი საკვირველი". დიდგორზე გამარჯვებით, ქართველებმა არა მხოლოდ მართმადიდებლობა და სახელმწიფოებრობა დაიცვეს, არამედ ურიცხვი მტრისგან იხსნეს ქრისტიანული სამყარო...

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს.

კვლავაც გვენახოს ერთიანი და ძლიერი საქართველო...

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge