მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აღმასკომმა წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცა 23.02.2021

დღეს, 23 თებერვალს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღნასკომის სხდომა შედგა. სხდომას ტრადიციულად აღმასკომის თავმჯდომარე და აფფ-ს პრეზიდენტი სოსო მალანია უძღვებოდა... მიხეილ ჯიშკარიანი, გიორგი ლომაია, გიორგი კაკაბაძე, როსტომ ფარცვანია, - აღმასკომის წევრთა ამ სრულმა შემადგენლობამ შემდეგი დღის წესრიგზე იმსჯელა:

1. აფფ-ს სამუშაო გეგმის პროექტის შესახებ (მომხსენებელი: სოსო მალანია); 

2. აფფ-ს ფინანსური საქმიანობის შესახებ (მომხსენებელი: მზია ცაავა);

3. აფფ-ს გეგმიური პროექტის შესახებ (მომხსენებელი: დიმიტრი ჭანტურია);

4. სხვადასხვა. 

აღმასკომმა ერთხმად დაამტიცა წარმოდგენილი გეგმიური პროექტი 2021 წლის სამუშაო გეგმად და შესაბამისად, ინფორმაცია მინი-ტურნირების ჩატარების შესახებ, მიღებული იქნა ცნობად და მიმდინარეე წლის სამუშაო გეგმად იქცა. ამასთან, დამტკიცდა და ცნობად იქნა მიღებული აფფ-ს ფინანსური ანგარიში.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge