ჩემო ძვირფასო აფხაზეთელებო, გილოცავთ 2021 წელს! | 31.12.2020 |
არა მარტო სრულიად საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, პანდემიის გამო, გასული 2020 წელი ძალიან მტკივნეული, ცრემლიანი და მძიმე აღმოჩნდა. გარდა ამისა, გასულმა წელმა საფეხბურთო თვალსაზრისითაც იმედები გაგვიცრუა და სამწუხაროდ, ქართველი ქომაგების ათწლეულების ნატვრა არ ახდა - საქათველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. თუმცა, ამან ხელი კი არ უნდა ჩაგვაქნევინოს, არამედ უფრო უნდა გაგვახელოს. გადავხედოთ წარსულს, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებს ჰოლანდიის, იტალიის თუ მათი დარი გრანდების გარეშე ჩაუვლია, მაგრამ ამ გუნდებს ხელი არ ჩაუქნევიათ. მოკლედ, ახალი, 2021 წელი სასიკეთოდ გარდამტეხი წელი უნდა იყოს. სიძნელეები და გამოწვევები კვლავაც არაერთი გველის, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ. პირიქით, ხარის წელი დგება და შრომისუნარინობით უნდა გამოვირჩეოდეთ. მჯერა, ქართული შემართებით, ერთობით, მონდომებითა და შრომით მსოფლიო პანდემიასაც დავამარცხებთ და არაერთი გამარჯვებით გავიხარებთ... ჩემი აფხაზეთელებო, ყველა კუთხის ქართველებო, გილოცავთ 2021 წელს. გულითადათ ვულოცავ ახალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ყველა რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას, ყველა საფეხბურთო კლუბს, ჩვენს ხვალინდელ დღეს, ბავშვებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ფეხბურთის ყველა მესვეურსა და ქართული ფეხბურთის ყველა რიგით ქომაგს.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია |
უკან დაბრუნება |