აღმასკომმა პირველი წრის შედეგები დაამტკიცა | 22.07.2019 |
დღეს, 22 ივლისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სხდომას აფფ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია)-ს აღმასკომიის ყველა წევრი ესწრებოდა. ესენი არიან: სოსო მალანია (აფფ-ს პრეზიდენტი, აღმასკომის თავმჯდომარე), მიხეილ ჯიშკარიანი (აფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი), გიორგი ლომაია, როსტევან ფარცვანია, გიორგი კაკაბაძე. აღმასკომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო, რომელიც შემდეგია: აფფ-ს მიერ 2019 წლის საფეხბურთო სეზონში ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის, ნიაზ ძიაფშიპას, ვლადიმერ მარღანიასა და გიგა ნორაკიძის სახელობის ჭაბუკთა ასაკობრივი ტურნირების პირველი წრის შედეგების შესახებ; წინამდებარე საკითხზე აღმასკომის წინაშე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია წარსდგა. აფფ-ს აღმასკომმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და ერთხმად დაამტკიცა ზემოთ ჩამოთვლილი დიდი პერსონების სახელობის ასაკობრივი ტურნირების პირველი წრის შედეგები. |
უკან დაბრუნება |