ლომკაცის ხსოვნის თასი ლომებისაა (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი-2019) | 10.06.2019 |
დღეს, 2019 წლის 10 ივნისს მურად ანჯაფარიძე 70 წლის გახდებოდა. აფხაზეთელი კაცი, რომელიც ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი დევნილობაში ემსახურებოდა ქართულ ფეხბურთს. კაცი, რომელმაც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია დააფუძნა, წლების განმასვლობაში იყო ამ ფედერაციის პრეზიდენტი და დღენიადაგ იმაზე ზრუავდა, რომ ქართული ფეხბურთის სამჭეოოდან, აფხაზეთიდან წამოსული ტალანტები არ დაკარგულიყვნენ და სრულად გამოევლინათ ღვით ბოძებული ნიჭი ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ... ყოველივე ამისი შემოქმედს, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ლომკაცი...
ეს ლომკაცი კი ღირსეულად დააფასა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და ფედერაციის აჯამინდელმა ხელმზღვანელობამ, როცა მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი (რომელიც პირველად შარშან გაიმართა) ტრადიციულად აქცია.
საღამოს 6 საათისთვის ბევრი ხალხი შეიკრიბა ვარკეთილში მდებარე "ედელვაისის" სტადიონზე. ხალხს შეკრების მიზეზიც გვარიანი ჰქონდათ... ისინი მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირის დასკვნით აკორდს, ფინალურ მატჩსაც და დაჯილდოებას ელოდნენ. შეკრებილთა შორის იყვნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ვახტანგ ყოლბაია, რევაზ გერგედავა, მერაბ დგებუაძე, ანზორ ლაციზბაია, როლანდ ნიჟარაძე და სხვები.
.
მათ მხარს უმშვენებდნენ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, პასუხისმგებელი მდივანი დიმიტრი ჭანტურია, საშეჯიბრო განყოფილების თავკაცი გოჩა ცირდავა... აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები, მიხეილ ჯიშკარიანი, გიორგი ლომაია, როსტევან ფარცვალია, და გიორგი კაკაბაძე. ასევე, უეფას პროგრამა "ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ვალერი ჩოლარია. ყველა ისინი, მურად ანჯაფარიძის ახლო მეგობრები იყვნენ...
ხაზგასმით უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ ტურნირის ორგანიზატორი კვლავაც აფხაზეთის ფედერაცია გახლდათ. თავისი წვლილი შეიტანა აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრმა ენვერ თოლორდავას თაოსნობით. თავიდანვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირში, რომელმაც 1 ივნისს აიღო სტარტი, 6 გუნდი ასპარეზობდა. გათამაშების მონაწილეთა ექვსეული ასეთი გახლდათ:
1. ავაზა-1 2. ლომები - 1 3. ასმც-ვარკეთილი 4. ავაზა-2 5. ვიტ ჯორჯია 6. ლომები-2
ტურნირის მონაწილე ექვსეული ორ ჯგუფში განაწილდა. გათამაშება საინტერესოდ წარიმართა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე დასკვნით რაუნდშიც. ფინალურ მატჩში კი "ვიტ ჯორჯია" და "ლომები-1" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული შეხვედრა "ლომები-1"-მა 4:1 მოიგო და მურად ანჯაფარიძის ხსოვნის თასს დაეუფლა. ტურნირის ორგანიზატორებმა გათამაშების მონაწილე გუნდები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მურად ანჯაფარიძის შვილი მალხაზ ანჯაფარიძე და შვილიშვილი, ლევან ანჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებული სწორედ მალხაზ და ლევან ანჯაფარიძეებმა დააჯილდოვეს, ფინალისტი კი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ.
გათამაშების ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესი 8 ფეხბურთელიც გამოავლინეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია:
1. საუკეთესო მეკარე - საბა ტარტარაშვილი (ვიტ ჯორჯია) 2. საუკეთესო მცველი - მათე კირვალიძე (ვიტ ჯორჯია) 3. საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ბაგაშვილი (ლომები-1) 4. საუკეთესო თავდამსხმელი - მათე ქარდავა (ლომები-1) 5. საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელი - დავით ტაბეშიძე (ვიტ ჯორჯია) 6. გულშემატკივართა სიმპათია - სანდრო ბაგაშვილი (ლომები-1) 7. ტურნირის პერსპექტიული ფეხბურთელი - ივანე საფერაძე (ვიტ ჯორჯია) 8. ტურნირის ყველაზე უმცროსი მონაწილე - დავით ყურაშვილი (ასმც-ვარკეთილი)
|
უკან დაბრუნება |