7 მოგებული და 7 წაგებული (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) | 15.04.2019 |
ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები გამოდიან, პირველი ტურის 7 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა. ამ გათამაშებას სასტარტო ტურის შემდეგ 7 მოგებული და 7 წაგებული ჰყავს. შესაბამისად, 7 ლიდერს 3-3 ქულა აქვს, მაგრამ მატში "მცხეთა" ლიდერობს. მცხეთელებმა სტარტზე მეტოქე ყველაზე დიდი ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს და ცხრილის სათავეში ყოფნაც დაიმსახურეს. ამ გათამაშების პირველი ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ. 13-14 აპრილი 2019 წ. პირველი ტური 1. ალგეთი 2007 (მარნეული) - განთიადი (აგარა) - 3:0 2. მუხრანი - განდიათი (კასპი) - 2:1 3. გორი-1 - სიონი (კაზრეთი) - 0:2 4. გორი-2 - გარდაბანი - 2:3 5. ლიახვი (აჩაბეთი) - იბერია 2017 - 0:5 6. მცხეთა - იმედი (თბ.) - 8:0 7. ვარკეთილი - დმანისი - 1:6
სატურნირო ცხრილი (პირველი ტურის შემდეგ)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |