დიდი საჩუქარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან | 03.04.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის ახალი ეტაპი დაიწყო და ამას თავისი დიდი მიზეზი აქვს, ეს დიდი მიზეზი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან დიდი საჩუქარია... აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც აქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველ შენობაში, შოთა იამანიძის ქუჩაზე ფუნქციონირებდა, დღეიდან ახალ მისამართზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზის გვერდით მდებარე კეთილმოწყბილ ოფისში დაიდო ბინა.
ახალ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი ენერგიულად მუშაობისა და სტუმრის ამაყად მისაღებად. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნო, რომელშიც საშეჯიბრო გამყოფილებაცაა განთავსებული, ეს გახლავთ აფფ-ს ახალი ოფისი.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი დიდ მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ დიდი საჩუქრისთვის, რომელიც დევნილობაში მყოფი ჩვენი ფედერაციისთვის მხარაჭერისა და თანადგომის უდიდესი დასტურია. |
უკან დაბრუნება |