მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის სამუშაო გეგმა დაადგინა 01.03.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის სამუშაო გეგმა დაადგინა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, 2019 წლის განმავლობაში შემდეგ ჩემპიონატებს ჩაატარებს:

1.აფხაზეთის ღია ჩემპიონატი, ჟიული შარტავას სახელობის თასი - მარტი-დეკემბერი


ასაკობრივი ტურნირები:

2. ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის თასი (2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის) - მარტი-დეკემბერი

3. ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასი (2005-2006 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) - მარტი-დეკემბერი

4. ნიაზ ძიაპშიპას სახეობის თასი (2006-2007 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) - მარტი-დეკემბერი

5. ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასი (2007-2008 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) - მარტი-დეკემბერი

6. ანატოლი (გიგა) ნორაკიძის სახელობის თასი (2009-2010 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის) - მარტი-დეკემბერი


ა) ტურნირები მინი-ფეხბურთში

1. გოგა სიჭინავას ხსოვნის ტურნირი - იანვარი

2. ანატოლი მილჩენკოს ხსოვნის ტურნირი - მარტი

3. გურამ გაბისკირიას ხსოვნის ტურნირი - თებერვალი

4. გენო ზარიას ხსოვნის ტურნირი - სექტემბერი

5. ირაკლი ქოიავას ხსოვნის ტურნირი - ნოემბერი

6. თამაზ კუჭუხიძის ხსოვნის ტურნირი - ოქტომბერი

7. რევაზ შარტავასა და ნოდარ გვასალიას ხსოვნის ტურნირი - სექტემბერი


ბ) საერთაშორისო პროგრამა "სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში" კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვების მონაწილეობით.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge