მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ქართულ ფეხბურთს ისევ ლევან კობიაშვილი უთავკაცებს! 15.02.2019

 

დღეს, 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, 1990 წელს, რომელიც ამავე დღეს დაფუძნდა 29 წლის გახდა. შესაბამისად, სიმბოლური გახლდათ ის, რომ საქაართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები სწორედ ამ დღეს შედგა. სფფ-ის ყრილობაში 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და მომდევნო 4 წლით ვადით, საქართვეოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობისაშვილი იქნა არჩეული.

"კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობსთვის, დიდი მადლობა მინდა გამოვუცხადო, როგორც ყრილობის დელეგატებს, ასევე ქართული ფეხბურთის საზოგადოებას, ეს ჩემთვს დიდი გამოწვევაა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ იმისათვის, რომ ეს გამოწვეა მივიღოთ. დიდად მოტივირებული ვარ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მთელ ჩემს შესაძებლობებსა და რესურსს ქართულ ფეხბურთს შევალევ. მჯერა, ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში წარმატებული იქნება, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის მთავრობა და საზოგადოება გულითადად ულოცავს ლევან კოიაშვილს სფფ-ის პრეზიდენტად არჩევას, წარმატებას უსურვებს და მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge