მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვერცხლის დღე თბილისსა და მუხრანში 21.12.2018

დღეს, 21 დეკემბერს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ვერცხლის დღე ჩაატარა". "ვერცხლის დღე" იმიტომ, რომ დღეს ორმა ვიცე-ჩემპიონმა ჩაიბარა მე-2 ადგილისთვის განკუთვნილი მედლები, სიგელები და თასები.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ დილით გლდანში მდებარე სპორტკომპლექსს მიაშურა, სადაც მათ თბილისის "ნორჩი დინამო" ელოდა. გიგა ნორაკიძის სახელობის თასის გათამაშებაში ტბილისის "ნორჩმა დინამომ" 52 ქულა დააგროვა, 7 ქულით გასუსწრო მდევარს და მე-2 ადგილი დამსახურებულად მოიპოვა. შესაბამისად, "ნორჩ დინამოს" ვერცხლის მედლები, სიგელები და თასი გადაეცა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმზღვანელობამ გლდანიდან მუხრანისკენ აიღო გეზი, სადაც კიდევ ერთი მე-2 ადგილოსანი დააჯილდოვა. ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის თასის გათამაშებაში "მუხრანი-წილკანმა"48 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. აფხაზეთის ფრეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ "მუხრანი-წილკანის" ფეხბურთელები და მწვრთნელები ვერცხლის მედლები, სიგელებითა და თასით დააჯილდოვა.

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge