მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



რუსთავმა და გარდაბანმა ოქრო-ვერცხი ჩაიბარა 19.12.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2018 წლის სეზონი დაასრულა და დაჯილდოებებიც დაიწყო. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, დღეს, 19 დეკემბერს რუსთავს ესტუმრა და "ფოლადის" სტადიონზე დაჯილდოების ცერემონიალიც შედგა.

ცერემონიალს, რომელსაც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ჯიშკარიანი უძღვებოდნენ, სამი გუნდი მონაწილეწობდა - რუსთაველთა ორი და გარდაბანის ერთი გუნდი.

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 2005 წელს დაბადებულმა წაბუკებმა იასპარეზეს რუსთავის "რუსთავი" 43 ქულით (3 ქულით ჩამორჩა ჩემპიონს) მე-2 ადგილით ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში გარდაბანის "გარდაბანმა" 62 ქულა დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო. შესაბამისად, რუსთავში გამართულ დაჯილდოებაში "გარდაბანს" ოქროს მედლები და შესაბამისი სიგელ-დიპლომები გადაეცათ.

გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებულმა მოზარდებმა იასპარეზეს, რუსთავის" "რუსთავი-1" 59 ქულით ჩემპიონი გახდა და შესაბამისად ოქროს მედლები დაიმსახურა.

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge