გარდაბანი ჩემპიონობას მიუახლოვდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) | 26.11.2018 |
"გარდაბანმა" შინ "რუსთავს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ჩემპიონობას მიახლოვდა. დარჩენილ 4 მატჩში "გარდაბანს" კიდევ 2 ქულა სჭირდება და უკვე ჩემპიონია. მეორე და მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი გაცილებით რთული და არაპროგნოზირებადია. ამ ტურის წოინ მე-3 ადგილზე ერთბაშად 3 გუნდი იყო, მაგრამ "რუსთავის" მარცხის შემდეგ ტრიო დუეტად გარდაიქმნა, რომელსაც გურჯაანის "ალაზანი" და "ასმც WINNERS"-ი შეადგენენ. ეს და სხვა ამბებია ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგები და სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.
24-25 ნოემბერი 2018 წ. 21-ე ტური 1. გორარხი (მარნეული) - იბერია 2010 (თბ.) - 0:3 2. კრწანისი (ტაბახმელა) - ალაზანი (გურჯაანი) - 0:3 3. იბერია (ქარელი) - ასმც.WINNERS - 1:5 4. მუხრანი (წილკანი) - ასმც. მერანი - 4:1 5. გლდანი 2018 - რუსთავი 2004 - 6:0 6. გარდაბანი - რუსთავი - 2:1 7. გორი - ისვენებს
სატურნირო ცხრილი (26.11.2018.)
* - შენივნა: სხვადასხვა მიზეზთა გამო გათამაშებიდან მოიხსნა "კრწანისი" * - შენიშვნა: გათამაშებას დაემატა გორარხი (მარნეული) |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |