მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ჯამარაულმა დინამო ფინალში გაიყვანა (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 25.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. დღეს, "დინამო თბილისის" აკადემიის სტადიონზე მეორე ნახევარფინალური მატჩიშედგა, რომელშიც "დინამო თბილისი" "ლომებს" დაუხვდა.

ამ დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმს გოლმა გადაწყვიტა - გიორგი ჯამარაულმა (გასული საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა ჯამარაულის ვაჟი) "დინამო თბილისს" მინიმალური გამარჯვება, 1:0 მოუტანა. ასე რომ ამ მატჩმა ფინალისტების დააწყვილა და მე-3 ადგილისათვის მატჩის მონაწილენიც.

ხვალ, 26 ნოემბერს, მე-3 ადგილისთვის მატჩში "ლომები" და "იბერია 2010" შეეჭიდება ერთმანეთს. ზეგ, 27 ნოემბერს კი ფინალში "ნორჩი დინამო-1" და "დინამო თბილისის" წარდგება ერთმანეთის წინაშე.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge