მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ალგეთმა იმარჯვა და პირველია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 11.11.2018

ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი გურჯაანში შედგა, სადაც ადგილობრივმა "ალაზანმა" მარნეულის "ალგეთი" მიიღო. ამ მატჩამდე "ალაზანი" პირველ ადგილზე იყო, "ალგეთი" კი მეორეზე. თუმცა, სტუმრებმა მასპინძლები დაჯაბნეს 3:0 მოუგეს და ცხრილს სათავეში მოექცნენ...

გურჯაანელებს 4 ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფი თბილისის "იბერია 2010", რომელსაც ცხრილის ახალი ლიდერი "ალგეთის" მსგავსად ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ამ გათამაშების ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

10-11 ნოემბერი 2018 წ.

მე-19 ტური

1. კრწანისი - იბერია 2010 (თბ.) - 0:3

2. ბორჯომი - ნაძალადევი - 3:0

3. ალაზანი (გურჯაანი) - ალგეთი (მარნეული) - 0:3

4. რუსთავი - ლიახვი (აჩაბეთი) - 2:0

 

სატურნირო ცხრილი (11.11.2018 წ.)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ალგეთი (მარნეული) 18 14 2 2 51-18 44
2. ალაზანი (გურჯაანი) 19 14 1 4 48-18 43
3. იბერია 2010 (თბ.)  18 12 3 3 45-19 39
4. ბორჯომი 19 11 0 8 39-33 33
5. რუსთავი 19 6 1 12 28-39 19
6. კრწანისი (გარდაბანი) 19 5 1 13 31-55 16
7. ნაძალადევი 19 5 0 14 20-48 15
8. ლიახვი (აჩაბეთი) 19 3 2 14 22-54 11

 

* - შენიშვნა - არაერთი დარღვევის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ნაძალადევი" მოიხსნა გათამაშებიდან

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge