ლიდერმა ხაშურში წაიფორხილა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) | 05.11.2018 |
ლიდერმა "რუსთავი-1"-მა ხაშურში, "ივერია 2009"-სთან წაიფორხილა, მესამეადგილოსანს სტუმრად ვერ სძლია, უგოლო ფრეს დასჯერდა და 6-ქულიანი ფორა 4-მდე შეიმცირა. ლიდერის მდევარმა "ნორჩმა დინამომ" კი რიხიანად 9:2 მოიგო ააბეთის "ლიახვთან" და მეტოქე მე-4 ადგილიდან ერთი საფეხურით ქვემოთ ჩაასწია... ბოლოსწინა საფეხურზე მყოფმა ხაშურის "ივერიამ" სეზონის მე-2 მატჩი მოიგო და წინა საფეხურზე მყოფ "გარეჯს", როგორც იტყვიან კუდზე დააჯდა. ეს და სხვა ამბები მოხდა გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ. ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებულ მატჩებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
03-04 ნოემბერი 2018 წ. მე-18 ტური 1. ივერია (ხაშური) - მთვარის გლობუსი - 3:0 2. ნორჩი დინამო - ლიახვი (აჩაბეთი) - 9:2 3. ივერია 2009 (ხაშური) - რუსთავი-1 - 0:0 4. გარეჯი (საგარეჯო) - რუსთავი-2 - 0:2 5. ასმც. იმედი - გორი - 3:0 6. მერანი - ასმც. ვარკეთილი - 0:7 სატურნირო ცრილი (05.11.2018)
* - შენიშვნა: ამ გათამაშებას დაემატა მერანი (თბილისი)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |