2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის დებულება | 30.10.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ კარგ წამოწყებას დაუდო სათავე. საქართველოს ფეხცბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, აფფ კიდევ ერთ ტურნირს ჩაატარებს. ეს გათამაშება, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას სახელობის იქნება და მასში 2008-2009 წლებში დაბადებული ბავშვთა გუნდები იასპარეზებენ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ ტურნირის დებულება უკვე შეადგინა და მონაწილე გუნდებს ელის. უკვე ცნობილია ის, რომ ტურნირში 10 გუნდი იასპარეზებს და გამარჯვებულთა გარდა, ტურნირის ორგანიზატორები საუკეთესოებს 10 ნომინაციაში გამოავლეენ. გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის დებულებას, რომლებიც გათამაშებაში მსურველ კლუბებს უკვე დაურიგდათ, აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
2008-2009 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გურამ გაბისკირიას სახელობის დურნირის დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. მიზანი და ამოცანები 1.1 ბავშვთა და მოზარდთა შორის ფეხბურთის პოპულარიზაცია; 1.2 საფეხბურთო გუნდებისა და ფეხბურთელების ოსტატობის ამაღლება; 1.3 ახალგაზრდა ფეხბურთელთა ტექნიკური დონის ამაღლება, გამორჩეული მოთამაშეების გამოვლენა. 2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი 2.1 ტურნირს ჩაატარებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული დებულების მიხედვით; 2.2 ტურნირი ჩატარდება 2018 წლის ნოემბრის თვეში; 2.3 ჩემპიონატის ჩატარების დრო განისაზღვრება აფფ-ს (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის) მიერ დამტკიცებული სათამაშო კალენდრის მიხედვით; 2.4 ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდების განაცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს 2018 წლის 30 ოქტომბრამდე; 2.5 ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ-საფეხბურთო სკოლებისა და მოყვარულთა კლუბები, რომლებსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აქვთ იურიდიული სტატუსი, ექვემდებარებიან ფიფას, უეფას, სფფ-სა და აფფ-ს გადაწყვეტილებებს.
3. მონაწილე გუნდები, ტურნირის ჩატარების სისტემა და პირობები 3.1 ტურნირის მატჩები ჩატარდება აფფ-ს (აფხაზეთის ფეხბურეთის ფედერაციის) მიერ სფფ-სთან (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან) შეთანხმებული დებულებისა და სათამაშო კალენდრის მიხედვით; 3.2 ტურნირის მონაწილე 2009-2009 წლებში დაბადებულ ბავშვთა გუნდები შეჯიბრების მატჩებს ჩაატარებენ საერთაშორისო შემცირებული სტანდარტის მოედნებზე 60 X 40, კარი 5 X 2; 3.3 ტურნირის მონაწილე 10 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფური რაუნდის მატჩები ერთ წრედ ჩატარდება. ჯგუფებში I-II ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები გურამ გაბისკირიას სახელობის თასისთვის ფინალში იასპარეზებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები ითამაშებენ მე-3 ადგილისთვის მატჩი; 3.4 გათამაშებაში ქულათა დარიცხვა ხდება საერთაშორისო სტანდარტების სისტემიტ: მოგება - 3 ქულა, ფრე - 1 ქულა, წაგება - 0 ქულა; 3.5 ტურნირის მატჩებში თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება 25 წუთიანი 2 ტაიმითა და 10-წუთიანი შესვენებით; 3.6 ტურნირში თითო გუნდი ითამაშებს 9 ფეხბურთელით. ამასთან, ნებადართულია განმეორებითი შეცვლები; 3.7 ჯგუფური რაუნდის დამთავრებისას თუ ორმა გუნდმა დააგროვა თანაბარი ქულები უპირატესობა აქვს შემდეგ პრიორიტეტებს: ა) უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ჯერ ქულათა რაოდენობა, შემდეგ კი ბურთების სხვაობა. ბურთების ერთნაირის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრაში მეტი გოლი აქვს გატანილი); ბ) მოგებათა მეტი რაოდენობა გ) გათამაშებაში გატანილი და მიღებული ბურთების საუკეთესო სხვაობა; დ) გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; ე) სტუმრად გატანილი ბურთების მეტი რაოდენობა ვ) თუ ყველა ეს მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ ზედა ადგილზე მყოფი გუნდის გამოსავლენად ჩატარდება კენჭისყრა. 3.8 ტურნირის მონაწილე გუნდების მწვრთნელები ვალდებული არიან მატჩის ტექნიკურ ოქმში შეიყვანოს არაუმეტეს 15 მოთამაშისა. ყოველ ფეხბურთელს ოქმის შესაბამისად მაისურზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნომერი. მეკარის ფორმა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს მოთამაშეთა ფორმისგან; 3.9 ტურნირის მატჩებზე მსაჯისთვის სათამაშო 3 ბურთის გადაცემას, სამედიცინო პერსონალის და დაცვის ორგანიზებას აფფ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია) უზრუნველყოფს. 3.10 ტურნირის ამა თუ იმ მატჩის გადატანაზე, მატჩის ჩატარების თარიღისა და დროის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება ევალება აფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტს;
4. გუნდების განაცხადების გაფორმება 4.1 ტურნირის მონაწილე გუნდების განაცხადების მიღებასა და ფეხბურთელთა დამტკიცებას აწარმოებს აფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტი;
|
უკან დაბრუნება |