ალგეთი მეორეზე აღზევდა (ჟიული შარტავას სახელობის გათამაშება) | 15.10.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე გამორჩეულ გათამაშებაში, ჟიული შარტავას სახელობის თასზე მე-12 ტურმა ცხრილში თვალშისაცემი ცვლილება განაპირობა - მოწინავე ტრიოში, მეორე ადგილზე მარნეულის "ალგეთი" აღზევდა. "ალგეთელებმა" "აფხაზეთს" გაუცვალეს ადგილი, რომელიც ამ ტურში ფრეს დასჯერდა. ... და კიდევ ერთი, ამ ტურნირს მე-2 წრიდან სენაკის "კოლხი" დაემატა, რომლის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. "კოლხებმა" მე-4 საფეხურზე მყოფი ოჩამჩირის "ამირანს" სტუმრად სძლიეს, თანაც დამაჯერებლად, 3:1... ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებულ თამაშებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
10-14 ოქტომბერი 2018 წ. პირველი წრე, მე-2 ტურის გადადებული მატჩი 1. ნაძალადევი - გიფა-2 - 3:2 მე-2 წრე, პირველი ტურის გადადებული მატჩი 1. ამირანი (ოჩამჩირე) - კოლხი (სენაკი) - 1:3 მე-12 ტური 1. ასმც.დიოსკურია - ალგეთი (მარნეული) - 1:3 2. ამირანი (ოჩამჩირე) - გიფა-2 - 2:3 3. დურუჯი (ყვარელი) - ნაძალადევი - 3:0 4. აფხაზეთი - დინამო (თბილისი) - 3:5 გათამაშების ცხრილი (15.10.2019)
* - შენიშვნა: მე-2 წრიდან გათამაშებას დაემატა კოლხი (სენაკი)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |