დინამოს 12-ქულიანი ფორა აქვს (ჟიული შარტავას სახელობის თასი) | 08.10.2018 |
თბილისის "დინამომ" ჩატარებული 11 მატჩიდან ყველა მოიგო და მდევარ "აფხაზეთთან" უკვე 12-ქულიანი ფორა აქვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზეთელებს 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და გადადებულ მატჩებში ქულათა მაქსიმუმის აღების შემთხვევაში, ქულებში ჩამორჩენას გაანახევრებენ. საგულისხმოა ისიც, რომ "გიფა-2"-მა მეორე გამარჯვება მიითვალა და ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურდა, ახლა მე-6 ადგილზეა... ეს და სხვა ამბები მოხდა ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.
6-7 ოქტომბერი 2018 წ. მე-11 ტური 1. ამირანი (ოჩამჩირე) - ასმც.დიოსკურია - 4:1 2. დინამო (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - 6:1 3. დურუჯი (ყვარელი) - გიფა-2 - 3:4 4. ნაძალადევი - აფხაზეთი - გადაიდო სატურნირო ცხრილი (08.10.2018)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |