მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ალგეთის 6-ქულიანი აღზევება (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 08.10.2018

მარნეულის "ალგეთმა" მე-14 ტურის კალენდარულის გარდა, გამოტოვებული მატჩიც გამართა, ორივეში იმარჯვა და მოპოვებული 6 ქულით, ცხრილში გალიდერდა. "ალგეთელები" მდევარ გურჯაანის "ალაზანს" 1 ქულით უსწრებენ. მეორეადგილოსანს მესამესთან კი 4-ქულიანი ფორა აშორებს... საგულისხმოა ისიც, რომ აუტსაიდერმა აჩაბეთის "ლიახვმა" მეორე თამაში მოიგო, ამჯერად მის წინა საფეხურზე მყოფ "კრწანისს" სძლია და მასთან ჩამორჩენა 8-დან 5 ქულამდე შეამცირა.

ეს ცვლილებები განაპირობა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა, რომელთა შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

4-7 ოქტომბერი 2018 წ.

მე-2 წრის მე-10 ტურის გადადებული მატჩი

1. იბერია 2010 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - 0:2

მე-14 ტური

1. ალაზანი (გურჯაანი) - ბორჯომი - 3:1

2. ნაძალადევი - იბერია 2010 (თბილისი) - 0:3

3. ალგეთი (მარნეული) - რუსთავი - 3:1

4. ლიახვი (აჩაბეთი) - კრწანისი (გარდაბანი) - 4:2

 

სატურნირო ცხრილი (08.10.2018 წ.)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ალგეთი (მარნეული) 14 10 2 2 36-17 32
2. ალაზანი (გურჯაანი) 14 10 1 3 36-13 31
3. იბერია 2010 (თბ.)  13 8 3 2 33-14 27
4. ბორჯომი 13 7 0 6 26-24 21
5. ნაძალადევი 14 5 0 9 20-33 15
6. რუსთავი 14 4 1 9 19-30 13
7. კრწანისი (გარდ.) 14 4 1 9 28-43 13
8. ლიახვი (აჩაბეთი) 14 2 2 10 17-41 8

 

* - შენიშვნა - არაერთი დარღვევის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ნაძალადევი" მოიხსნა გათამაშებიდან

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge